ირაკლი ალასანია სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა.
პოლიტიკა - 10:41, 27 Aug, 2016     1459
ირაკლი ალასანია ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ - ქეთევან ენუქიძესთან ერთად ქეთევან წამებულის #71-ში, ყოფილი მე-9 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ირაკლი ალასანიას გამოჩენამ ვეტერანების გაოცება გამოიწვია, რამაც ეს სპონტანური შეხვედრა კიდევ უფრო უშუალო და გულწრფელი გახადა.ვეტერანებს შორის რამდენიმე მისი თანამებრძოლიც აღმოჩნდა. ვეტერანებმა მადლიერება გამოთქვეს ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმების, სოციალური დაცვის პაკეტის შექმნის გამო. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა თითქმის ერთი საათი დაჰყო მათთან, თუთოეულის საცხოვრებელი პირობები ნახა, ყველას პრობლემა და სატკივარი მოისმინა.

ვეტერანებმა შეხვედრის დროს განსაკუთრებული სიმწვავით გაუსვეს ხაზი იმას, რომ უმთავრეს პრობლემას მათთვის ააუაღრესად მძიმე საცხოვრებელი პირობები წარმოადგენს. ტერიტორია კი რომელზეც ისინი ცხოვრებენ 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ხოლო 2008 წელს იყიდეს ილია კოკაიამ (დღეს ის, როგორც საინიაციატივო ჯგუფის კანდიდატი, კენჭს იყრის ზესტაფონში) და გიორგი კაპანაძემ. ვეტერანებს ყველაზე მატად აწუხებთ ის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული მობინადრეების ალტერნატიული ფართით ან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა. კანონიერი მფლობელის ნებისამებრ, აქ მცხოვრებ ვეტერანთა და მოქმედ სამხედრო პირთა 30 ოჯახს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი. შენობა, რომელსაც საძირკველიც არ აქვს, თანდათან ინგრევა.

ვეტერანებმა პარტიის ლიდერს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცნობეს, რომ პრობლემის მოგვარების ბერკეტი დღეს მხოლოდ მდუმარე ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ვეტერანებმა ისიც აღნიშნეს, რომ არაფერის იმედი არ აქვთ და დახმარებითვის ირაკლი ალასანიას მიმართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42