"დავამსხვრევთ პოლიტკოსების მიმართ დამკვიდრებულ ნიჰილიზმს და უნდობლობას!"- თავისუფალი დემოკრატები
პოლიტიკა - 10:40, 27 Aug, 2016     1465
,,თავისუფალი დემოკრატები“ დავამსხვრევთ პოლიტკოსების მიმართ დამკვიდრებულ ნიჰილიზმს და უნდობლობას!“ - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ მე-8 ლეგიონში სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. პარტიის ლიდერმა მე-8 ლეგიონის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ხეჩიკაშვილი წარუდგინა.

,,ჩვენს მხარდამჭერებს გვინდა ვუთხრათ, რისი შეცვლა გვინდა „თავისუფალ დემოკრატებს“, რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რატომ გვინდა, რომ ბოლო წლებში პოლიტკოსების მიმართ დამკვიდრებული ეს ნიჰილიზმი და უნდობლობა, რასაც ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი აქვს დავამსხვრიოთ. ბევრჯერ მოვტყუვდით 20 წლის განმავლობაში, ბევრჯერ მოვისმინეთ შეუსრულებელი დაპირებები, მაგრამ „თავისუფალ დემოჯკრატებს“ გვყავს ის გუნდი, რომელიც, პირველ რიგში, გამოცდილია და საქმე უკეთებია“ , - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეხვერის ფორმატში პარტიის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაზგასმით ისაუბრა ვაზისუბნის რაიონის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის - თენგიზ ხეჩიკაშვილის მნიშვნელობაზე და მის როლზე როგორც პარტიაში, ისე მე-8 ლეგიონისა და ვაზისუბნის განვითარების მიმართულებით. ხაზგასმით ისაუბრა კანდიდატის, როგორც ბიზნესმენის დიდი გამოცდილებაზე, მის ეკონომიკურ ხედვებზე და მცირე ბიზნესის განვითარების იმ მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით: ,,მიხარია, რომ დღეს ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მეტნი ვართ და, რაც მთავარია, გვყავს ღირსეული დეპუტატობის კანდიდატები. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმუშაო იმ გუნდთნ ერთად, რომელიც ჩამოაყალიბა ამ უბანში თენგიზ ხიჩიკაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც მე ვაპირებ გამარჯვებისთვის ვიბრძოლო როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე ამ უბანში. გაცნობისთანავე თენგიზთან დავმეგობრდი, ამის საშუალებას თვითონ გაძლევს, რადგან არის მართალი და ვაჟკაცი ადამიანია, მას აქვს ბიზნეს გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ასევე კონკრეტულად თბილისითვის და ამ უბნისთვის. ჩვენ ეს ერთად უნდა შევძლოთ, რადგან მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა.

შეხვედრაზე ცალკე საუბრის თემა გახლდათ ,,თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკა განათლების რეფორმის მიმართულებით: ,, ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები განათლებასთან დაკავშირებით. განათლების სიტემაში თვისობრივი გარდატეხა რომ არ მოხდეს, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა აღარ იქნება კონკურენტული, ამიტომ ჩვენი ამოცანაა განათლებაში ჩავდოთ დიდი ფული, განათლებას მივცეთ პრიორიტეტი და ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარლამენტში გვყავდეს ისეთი ადამიანები, ვისაც ეს სტკივა, ესმის და ამ კუთხით შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და, რაც მთავარია, არ დაკარგავს ანგარიშვალდებულების განცდას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ვაზისუბნის და მერვე ლეგიონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თენგიზ ხეჩიკაშვილმა, რის შემგომაც შეხვედრა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდა მხარდაჭერების სიტყვით გამოსვლით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42