"ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი"- პრემიერი სპორტსმენებს შეხვდა
პოლიტიკა - 10:27, 27 Aug, 2016     3744

მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით; ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი

- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს, რომლებსაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ ასპარეზობას მთელი საქართველო ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული ადევნებდა თვალს.

"ყველამ დაინახა, რამხელა ენერგია ჩადეთ თქვენ ამ ყველაფერში და მინდა, სულითა გულით მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, მივულოცო თქვენს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. მინდა, ჩვენი სახელით გითხრათ, რომ ჩვენ ეს უდიდესი ვალდებულების გრძნობით გვავსებს, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ასეთი წარმატებული, როგორიც წელს არის. აქ იყო მთელი გამოთვლები, რომელ ადგილზე გავედით ქვეყნის ჩათვლით, შემდეგ დათვალეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, შემდეგ - სხვა პარამეტრები. ხან მეშვიდე ადგილზე გამოვედით, ხან - მერვეზე, ხან - უფრო ქვევით. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, ასეთი პატრიოტული გუნდი და თქვენ, ჩემო მეგობრებო, მართლაც ხართ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, თქვენ, მთელს საქართველოსთან ერთად, კიდევ უამრავი წარმატება და გამარჯვება გელით", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიელებს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე წარმატებები უსურვა პარაოლიმპიელებს, რომლებიც სექტემბერში იასპარეზებენ.
"დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი შემართებით მთელი საქართველო თქვენც გიგულშემატკივრებთ. გილოცავთ, გილოცავთ და კიდევ გილოცავთ. უამრავი მადლობა ყველა ჩვენგანისგან თითოეულ თქვენგანს", - მიმართა პრემიერმა ქართველ ოლიმპიელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და განაცხადა, რომ, გიორგი კვირიკაშვილის სატელეფონო ზარი ქართველ ოლიმპიელებთან, ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ, მათთვის დიდი მხარდაჭერა იყო.
ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება ლისის ტბაზე გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, ქართველ ოლიმპიელებთან ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42