საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელები სასახლეში მიიღეს.
პრეზიდენტის ინიციატივით, “რიო 2016-ის“ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ვარლამ ლიპარტელიანი - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, შმაგი ბოლქვაძე - ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში,, ირაკლი თურმანიძე - ოლიმპიური პრიზიორი ძალოსნობაში, გენო პეტრიაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
პრეზიდენტმა ოლიმპიელებს დასახული მიზნების მიღწევა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.









მასალის გამოყენების პირობები






