რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების წლისთავს "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ეხმაურება
პოლიტიკა - 15:13, 26 Aug, 2016     1352
"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების წლისთავს განცხადებით ეხმაურება:

"ზუსტად 8 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რითიც დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები და აგრეთვე 2008 წლის 12 აგვისტოს სამმხრივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

მოსკოვი დღესაც აგრძელებს სუვერენული საქართველოს ნაწილის უკანონო ოკუპაციას. გარდა ამისა, ოკუპირებულ მიწებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სიტუაცია ძალიან მძიმეა, რასაც ემატება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მუდმივი პროვოკაციები - ქართული სოფლების მცხოვრებთა გატაცებები და დაკავებები, ბორდერიზაცია, მავთულხლართების გავლება. ბოლო ასეთი ინციდენტი ამ დღეებში გორის სოფელ სობისში განხორციელდა. 300 ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი კვლავაც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში, ხოლო ოკუპირებულ მიწებზე მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად განიცდის სხვადასხვა ტიპის ეთნიკურ დისკრიმინაციას.

ხაზგასასმელია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაცია ცდილობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიას, რაც მათთან ორმხრივი სამხედრო და ეკონომიკური შეთანხმებების დადებაში გამოიხატება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, გააძლიეროს არაღიარების პოლიტიკა და შექმნას ქმედითი მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების დასაცავად ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის სამართალდამცავი სამსახურების მობილური პატრულირების მეშვეობით.

ამასთანავე აღსანიშნავია ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებთა მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება. ეს ტერიტორიები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მოსაქცევი, რადგან სწორედ ეს რეგიონი უნდა გახდეს საქართველოში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, სოციალური პრივილეგიებისა და კეთილდღეობის მაგალითი, რათა გამყოფი ხაზის იქით მყოფმა მოსახლეობამ დაინახოს საქართველოს სწრაფი განვითარება.

ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას აქვს დეოკუპაციის მწყობრი გეგმა, რომელიც მოიცავს პრო-აქტიურ დიპლომატიას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, კეთილდღეობისა და სოციალური სიკეთეების ზრდას და საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები თანამემამულეებისთვის სრულად გაზიარებას, რუსეთთან პრინციპულ და პრაგმატულ პოლიტიკას და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ ჩართულობას. "- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42