,,ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატს მოსახლეობისგან ვაშლების სროლის დროს გული წაუვიდა
პოლიტიკა - 14:30, 26 Aug, 2016     45961
"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატს, ლანჩხუთი ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში, თემურ ჭკუასელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭყონაგორაში, გული მას შემდეგ წაუვიდა, როცა მას ადგილობრივებმა არ მოუსმინეს, მისი გამონათქვამის გამო კი ვაშლები და ხილეული ესროლეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ადგილობრივმა თვითმხილველმა აცნობა.

ჭკუასელის დასახმარებლად მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს, რომლის მანქანითაც "ოცნების" კანდიდატმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

შემთხვევა კი, ადგილობრივების მტკიცებით, გასული კვირის დასაწყისში მოხდა, როცა თემურ ჭკუასელი ნიგოითის თემის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებდა.

თემურ ჭკუასელს დღის პირველ შეხვედრაზე სოფელ ჩოლობარგში არავინ არ დახვდა, იგივე შედეგი დაფიქსირდა დღის მეორე შეხვედრაში სოფელ ქვიანში, მესამე შეხვედრაზეც, სოფელ ჭყონაგორაშიც რომ "ოცნების" კანდიდატს მარტო მისი სამი კოორდინატორი დახვდა აღშფოთებულა და მისი წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლება სხვა კანდიდატზე მუშაობაში დაუდანაშაულებია, იმის დასადემონსტრირებლად, რომ მის შეხვედრაზე გაფრთხილების შემთხვევაში უამრავი ხალხი მოვიდოდა, თვითონვე მისულა, იქვე, თბილის ბათუმის გზატკეცილის ჭყონაგორას მონაკვეთზე, გზის გასწვრივ განთავსებულ სავჭრო ჯიხურებთან და მოვაჭრეებს გამოელაპარაკა.

ხმა რომ არავინ არ გასცა, ბატონ თემურს უთქვამს.

-დეპუტატი ვარ, პარლამენტის წევრი, მოვედი რომ დაგელაპარაკოთ.

-ვიცით, ვიცით-იყო პასუხი

-რაიმე ხომ არ გინდათ რით დაგეხმაროთ? იკითხა კანდიდატმა

-რა უნდა გვინდოდეს შე კაცო თქვენგან, 4 წელია სანაგვე ურნის დადგმას ვითხოვთ და ეს ვერ გაგიკეთებიათ და სხვა რა უნდა მოგთხოვოთ? იყო გაბრაზებული პასუხი და შეძახილები.

-სანაგვე ურნას? გაიკვირვა ჭკუასელმა და ლანჩხუთისაკენ გაიხედა, შორს სადღაც ერთ კილომეტრში თვალი მოკრა სანაგვე ურნას და გახარებულმა განაცხადა, იცით, აი იმ სანაგვე ურნას გორგოლაჭები აქვს და შეგიძლიათ აქეთ იქეთ მიაგორ მოაგოროთო..

ეს საკმარისი აღმოჩნდა მოვაჭრეების აღსაშფოთებლად და ამ უკანასკნელებმაც დეპუტატსა და ამჟამად დეპუტატობის კანდიდატს სხვადასხვა სახეობის ხილეული "დაუშინეს", რის შემდეგაც ჭკუასელს გული წაუვიდა და სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო.

მომხდარის დღიდან თემურ ჭკუასელმა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

"გურიის მოამბე" კომენტარისათვის "ქართულ ოცნებას" დაუკავშირდა, თუმცა იქ კომენტარი არ გააკეთეს.

ამის შემდეგ დავუკავშირდით ლანჩხუთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებმაც არაოფიციალურ საუბრებში, მომხდარი დაადასტურეს, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავეს.

წყარო: ,,გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42