„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია. პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბულობა არ არის ისეთი მაღალი, როგორც წინა წლებში იყო:
„იყო ცალკეული შემთხვევები, რომელზეც არ მოახდინა ხელისუფლებამ რეაგირება. ცალკეული შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვების გამო, შეიძლება ითქვას, რომ გაჩნდა განცდა, რომ სექტემბერი ტრადიციულად ცხელი შეიძლება იყოს.
ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ კომისიები ყველგან დაკომპლექტდეს ახლობლებით, ნათესავებით, მეგობრებით, მხარდამჭერებით. ეს თუ მხოლოდ იმისთვის არის, რომ საკუთარი რესურსი დაზოგონ, ერთი საქმეა, მაგრამ ყველა მცდელობას ხელისუფლების მხრიდან, 8 ოქტომბერს არჩევნები გააყალბოს, ძალიან მწვავე რეაგირება და პასუხი ექნება“, - განაცახდა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






