დღეს საკრებულოში დედაქალაქის მერის სტუმრობა აქციის ფონზე ჩაივლის. დავით ნარმანიას საქმიანობის გაპროტესტებას, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს. ისინი თბილისის მერის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აქცია თბილისის საკრებულოსთან 14:30 საათზე დაიწყება. აქციის გარდა მათ სურთ რიგგარეშე სხდომაზე დასწრება და ანგარიშის მოსმენაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა საკრებულოს შესაბამისი სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლებას. „ნარმანია არის ივანიშვილის მიერ მოყვანილი დასმული მერი და დროა, როგორც ქართული ოცნება წავა, იგივენაირად წავიდეს ნარმანიაც. ის არის თბილისელების სირცხვილი, მის კისერზეა ამორტიზებული ავტობუსები, გაფუჭებული სკვერები, მოჭრილი ხეები. ასე რომ, დროა 8 ოქტომბერს ვირიშვილები აღარშემოვხაზოთ და წინ წავიდეთ საქართველო განვითარებისთვის,“-განაცხადა ორგანიზაციადამოუკიდებელი კვლევით ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ჭიკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






