გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით დადებითი მიმართულებით შეიცვალა და ეს განსხვავება აშკარად იგრძნობა. "გასულ წლებში, წინასაარჩევნო ბრძოლა, უფრო საბრძოლო ბატალიებსჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ცივილიზებულ სამყაროში არსებულ წინასაარჩევნო კამპანიას. დღეს, ამ გარემოებასთან განსხვავება თვალნათელი და ცხადია. დღესდღეობით, აღარ ხდება ღია დაპირისპირებები, არ ხდება ამომრჩევლებზე ზეწოლა,პარტიების მხრიდან არ ხორციელდება სხვადასხვა ტიპის მუქარები და ა.შ. რეალურად, ნელ-ნელა საქართველოს წინასაარჩევნო ცხოვრება შედის იმ ფაზაში, რასაც ჰქვია განვითარებული ევროპისა და თანამეგობრობის წევრობა. თუმცა,განსხვავებით ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, აქ წინასაარჩევნო პროცესი უფრო პასიურად მიმდინარეობს.
ფაქტიურად, პარტიები მზად არ აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ამომრჩევლისთვის კონკრეტული პროგრამები, პლატფორმები შეეთავაზებინათ და მივიღეთ ასეთი ვითარება - დღეს, პარტიებისა და ბლოკების უმრავლესობას, წინასაარჩევნოპროგრამა გამოქვეყნებული არ აქვს" , - აცხადებს გალუმაშვილი. მისი შეფასებით :"დღევანდელი ცესკო, წინა ცესკოებისგან განსხვავებით, აღარ არის სადამსჯელო ფუნქციებით აღჭურვილი და თავის საქმეს აკეთებს, ისე როგორც საჭიროა. რომვაკვირდები ცესკოს წინასაარჩევნო კამპანიას, მათი პროგრამების 80 პროცენტი და მეტიც, ამომრჩეველთა ინფორმირებულობისაკენ არის მიმართული. ვფიქრობ,ეს გააზრებულად დაგეგმილი კამპანიებია.
მაგრამ, ცესკო ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს, რადგან ერთი საკითხია ტექნიკური მხარე, ანუ ის თუ, რამდენად ინფორმირებულია ამომრჩეველი არჩევნების შესახებ, მეორე საკითხია, შინაარსობრივი მხარე, რომელიც მხოლოდპარტიების კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ დისბალანსი - არჩევნებთან დაკავშირებთ. ჩვენ ცესკოსგან გვაქვს ინფორმაცია, ხოლო, პარტიების პლატფორმების შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია.
მე, დამოუკიდებელი პირი ვარ ცესკოსთან მიმართებაში, მაგრამ ვხედავ, რომ ნდობა მოპოვებულია, საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციით. დღევანდელი ცესკო ასრულებს თავის ფუნქციას და არ გადადის პოლიტიკურ ფუნქციებში. თუკი,ვინმე წააგებს არჩევნებს, ეს იქნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან საზოგადოებასთან არასწორი კომუნიკაციის ბრალი და არა, თუნდაც ცესკოს, ან ვინმეს ბრალი. ვფიქრობ, ეს არჩევნები ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ტექნიკური დატექნოლოგიური თვალსაზრისით. რასაც ვერ ვიტყვი იმ სუბიექტებზე, რომლებიც ჩაბმულები არიან საარჩევნო კამპანიაში. ვგულისხმობ, არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ არასამთავრობო სექტორსაც" , - განაცხადა სოსო გალუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






