რუსული მედიის ცნობით, შემოწმებაში ათასამდე სამხედრო და 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან. სწავლებაში ჩართულია 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათასამდე სამხედრო" - ნათვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ქვეყნის შეიერაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გუშინ დაიწყო, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი.
შოიგუს თქმით, შემოწმების მიზანია “შეიარაღებული ძალების მომზადება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე საფრთხეების ზრდის ფონზე”.
შოიგუს ინფორმაციით, პარალელურად, სამხრეთის სამხედრო ოლქში სტრატეგიულ სწავლება „კავკაზ-2016“-ვის აქტიური მზადება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






