კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 11:23, 26 Aug, 2016     1272

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარს რასნაჩსს შეხვდა.

შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ლატვიის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აღმოჩენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ლატვიის თანადგომა მომავალშიც მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, დზინტარს რასნაჩსმა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში, ლატვია ამ საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადასაწყვეტად ძალისხმევას არ დაიშურებს.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გარღმავების საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა და სამართლებრივ სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პენიტენციისა და პრობაციის სფეროში რეფორმების დადებით შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ლატვიის იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების სფეროებში საქართველოს მიღწევები დადებითად შეაფასა.

დღესვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, რიგის პრობაციის ბიუროს ეწვია და მუშაობას ადგილზე გაეცნო.

კახა კახიშვილი რიგაში დზინტარს რასნაჩსის პირადი მიწვევით იმყოფება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში საქართველოში იმყოფებოდა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც სტუმრობდა.

ქართული დელეგაცია მინისტრთან ერთად, ოლაინეს ციხესაც დაათვალიერებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფანიაშვილი. ასევე, რიგაში მიმდინარე შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია ესწრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42