დიმიტრი ქუმსიშვილმა „სტარტაპ საქართველოს“ შედეგები მედიასთან შეაფასა
პოლიტიკა - 09:49, 26 Aug, 2016     1409

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-დან, ცნობილი Silicon Valley-იდან მოწვეულ ექსპერტებს შეხვდა, რომლებმაც სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების გამარჯვებულთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღეს.

შეხვედრის შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა გამარჯვებული პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო და აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობა და შედეგები მედიასთან შეაფასა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კონკურსმა გამოავლინა ის დამწყები კომპანიები, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე გასვლის პოტენციალი აქვთ. მისი თქმით, პროექტების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო და ის გადაიცემოდა Facebook-ისა და Youtube-ის მეშვეობით ონლაინ-რეჟიმში.

პროექტების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზატორებმა მოიწვიეს ექსპერტები პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ცნობილი Silicon Valley-იდან, რომელთაც მსგავსი მაღალტექნოლოგიური პროექტების შეფასების ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ. მათ უნდა გამოევლინათ, თუ რომელი იდეა იყო ინოვაციური და რომელს გააჩნდა მსოფლიო მასშტაბით კომერციალიზაციის პოტენციალი.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მეშვეობით საფუძველი ჩაეყარა ახალ კომპანიებს, რომლებიც სამომავლოდ მსხვილ ინოვაციურ ფირმებად გარდაიქმებიან. თუმცა, მისი განცხადებით, ამით არც პროგრამა სრულდება და არც ურთიერთობა გამარჯვებულ კომპანიებთან. შედგომი სამი თვის განმავლობაში კომპანიები დამატებით ტრენინგსა და მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე ისარგებლებენ თბილისის ტექნოპარკის ყველა არსებული სერვისით. ასევე გათვალისწინებულია მათი შეხვედრები Silicon Valley-ში ინვესტორებთან, რათა მათ შეძლონ კაპიტალის მოზიდვა დამწყები ინოვაციური ბიზნესების განვითარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების გამარჯვებულთა შერჩევის პროცესში მონაწილე უცხოელი ექსპერტები თავადაც ინვესტორები არიან, ამჯერად, მათ საქართველოში საქმიანობის სხვა მანდატი ჰქონდათ. ისინი პროგრამის ორგანიზატორებს სწორი იდეების შერჩევასა და მათ განხორციელებაში ეხმარებოდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მივიღეთ ჩვენი მოწვეული ექსპერტებისგან არის ის, რომ ვართ აბსოლუტურად სწორ გზაზე, რაც აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს, ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს დამატებით პოპულარიზაციას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან მაგალითად მოიყვანა ცნობილი Skype-ს პროექტი, რომელიც ესტონეთში მომზადდა და ამით მან ბალტიის ამ ქვეყნის დამატებით პოპულარიზებას შეუწყო ხელი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბევრია ისეთი მაგალითი, როდესაც პატარა ქვეყნებში წარმოქმნილი იდეები და კომპანიები ვითარდება, ხდება წარმატებული, რაც მოგვიანებით აღნიშნული ქვეყნების პოპულარიზებას მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს.

პროგრამის ფარგლებში მიღებული 150 განაცხადიდან 51 საუკეთესო შეირჩა, საიდანაც დღეს გამარჯვებულად 20 პროექტი დასახელდა. სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ 5 პროექტი შეარჩია, რომელთა ავტორებს საჩუქრად სლოვაკეთში ერთკვირიანი უფასო სტაჟირების პროგრამის სერტიფიკატები გადაეცათ.

მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42