თბილისის საკრებულოში მისვლამდე დედაქალაქის მერი კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, არ განიხილავს. მერი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელთა განხილვასაც იგი დღეს საკრებულოს დეპუტატებთან დაგეგმილ შეხვედრაზე გეგმავს.
„პასუხები მექნება იმ კითხვებზე, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ისმოდა აქტიურად. წარვადგენ კონკრეტულ ინფორმაციებს, კონკრეტულ პროექტებს და პროგრამებს გამწვანებასთან, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ჩვენ და ჩვენი გუნდი ვართ ერთსულოვანი. ერთსულოვნება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვათანხმებთ მთელ რიგ საკითხებს, ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და აქედან გამომდინარე ვიცი, რომ არ არსებობს ამის რეალური საფუძველი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






