"ბიზნესმენები მზად არიან აჭარაშიც, თბილისშიც ჩადონ ფული, მაგრამ სანაცვლოდ მათ სჭირდებათ სტაბილური პოლიტიკური მთავრობის დანახვა"
პოლიტიკა - 18:15, 25 Aug, 2016     1393
„ჩვენი მთავარი ამოცანაა - შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც საზოგადოებას კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანების გუნდს გააცნობს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აჭარაში,სატელევიზიო პოლიტიკურ ტოქ-შოუში - „პირისპირ“ განაცხადა. ირაკლი ალასანიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარები ის ადამიანები არიან, რომლებიც პარტიას დაარსების დღიდან გვერდში უდგანან და აჭარას წინსვლასა და სიკეთეს მოუტანენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა - შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც საზოგადოებას კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანების გუნდს გააცნობს. სწორედ ეს გუნდი იქნება ალტერნატივა დღევანდელი ხელისფლების, რომელმაც პრაქტიკულად გააჩერა ქვეყნის განვითარება გადაწყვეტილებების მიღების უუნარობით და იმ ოთხი წლის წინანდელი მმართველობის. ჩვენ შევიტანეთ ჩვენი წვლილი 2012 წლის არჩევნებში და როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით - ვაკეთებდით საქმეს თავდაცვის სამინისტროშო, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ როდესაც დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ინტერსებს მოარგო ძველი სასამართლოს კონტროლი, ხელისუფლებიდან წამოვედით და ერთი-ერთი შავი ლაქა, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, ეს არის ხუთი უდანაშაულო ადამიანის ყოფნა ციხეში და ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანიობის აღდგენა სწორედ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით ისაუბრა თავისი გუნდის ხედვაზე სოფლის მეურნეობის განვითარების და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. „გასულ წელს ვიყავი ჩასული სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ბიზნეს-სკოლაში სწორედ საქართველოს განვითარების გეგმაზე ვმუშაობდი, იქ შევხდი ბიზნესმენებს, რომლებიც მზად არიან აჭარაშიც, თბილისშიც ჩადონ ფული, მაგრამ სანაცვლოდ მათ სჭირდებათ სტაბილური პოლიტიკური მთავრობის დანახვა. ბიზნეზმენს, რომელსაც სურვილი აქვს ფული ჩადოს, ეფექტური ეკონომიკის მინისტრი და ძლიერი ინვესტიციების სააგენტო სჭირდება“. პარტიის ლიდერის აზრით, დღეს მინისტრები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ერთ ადამიანთან, ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ გამოსავალს, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის შეცვლაში ხედავს.

„ჩვენ ვიყავით ჩასული ისრაელშიც და გავეცანით ისრაელის სოფლის მეურნეობის სისტემა. დღეს საფუძვლიანად არ არის შესწავლილი ჩვენი სოფლის მეურნეობა, არ ვიცით - რა კულტურა რომელ რეგიონში და რა ნიადაგზე უნდა განვავითაროთ და რა მოთხოვნებია შიდა ბაზარზე, რომელიც საკმაოდ დაუცველია. ამის გამოსწორებას კი სჭირდება კომპეტენტური მთავრობა. როდესაც ჩვენი მოსავალი მოდის და პროდუქცია ბაზრისთვის მზად არის, უნდა შევზღუდოთ იმ პროდუქციის შემოსვლის ზრდა, რომელიც პრაქტიკულად კლავს ჩვენს პროდუქციას შიდა ბაზრისთვის. სწორედ ამ შიდა ბაზრის განვითარებასა და გამდიდრებას უნდა დაეხმაროს მთავრობა, ამისთვის კი საჭიროა თავდაცვა, ამის გარეშე ინვესტიცია არ მოდის, რადგან ეკონომიკას დაცული ქვეყანა სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42