პაატა ქურდაძე: „ერთობ ექსტრაორდინარული ამბავია - ერი, რომელიც დღედაღამე ისე ბილწსიტყვაობს - დიდიან პატარიანად , ქალიან კაციანად, ბომჟიან აკადემიკოსიანად, რომ პატიოსანი მთვრალი რუსი "'საპოჟნიკიც" კი გაწითლდებოდა, სწორედ ამ საწყალი ნარმანიას "მაიმუნო ვირიშვილომ" მიახვედრა, რომ გინება და ადამიანების შეურაცხყოფა ზოგადად არ არის კარგი საქციელი.
რა ბედი აქვს ამ კაცს, სამი წელია 7 / 24 საათიან რეჟიმში უტრიალებს ყველა ლაივში მკვდარს და ცოცხალს!... ძლივს რაღაც გაბედა.. შეიძლება იფიქრა, "ვსიო" დღეიდან მეც თქვენნაირი გავხდებიო და აი!.. სამაგალითო უზრდელის ეტიკეტი მიაკრეს ეგრევე და ხმა ჩააკმებდინეს! იქნებ სასკოლო სასწავლო პროგრამაშიც შეიტანონ ეს ისტორია შესაბამისი ილუსტრაციით, პატარებს რომ ასწავლონ, თუ როგორია ანტიბიძია...:)
... ისე მაინც საიდან მოიგონა ეს "მაიმუნო ვირიშვილო"? საწყალი ბიძაჩემი შოთა გამახსენდა, ფრონტგამოვლილი ნერვიული ნაღდი ინტელიგენტი კაცი იყო, არქიტექტორი. მისი პირიდან (როგორც დღეს ამბობენ) არანორმატიული სიტყვა არავის გაუგია, მარტო ეს იცოდა, ნარმანიასავით, ძალიან რომ გავაბრაზებდით, ხან მაიმუნო ვირიშვილებოო, გვეტყოდა ბავშვებს, ხან მაიმუნო "მამაძაღლებოს" თან იღიმებოდა, ეშინოდა არ გვწყენოდა.....
პრინციპში დიდი განსხვავება არც არის. მაიმუნი ყველა ვარიანტში რჩებოდა... აი იმის მერე ეს "საშინელი" გინება დღეს გავიგე პირველად“.
მასალის გამოყენების პირობები






