კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრის მიწვევით რიგაში გაემგზავრა
პოლიტიკა - 15:49, 25 Aug, 2016     1306
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა.

კახა კახიშვილი რიგას ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის მიწვევით სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ქვეყნის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ასპექტებსა და ევროპულ სტადრატებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ, მათ შორის ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის გაღრმავებაზე პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში. განიხილავენ პენიტენციური ინფრასტრუქტურის განახლების და მშენებლობის, ციხეების ეფექტიანი მართვისა და არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების პრაქტიკის განვითარების საკითხებს, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებსა და მათ მნიშვნელობას.

კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, რიგის პრობაციის ბიუროსაც ეწვევა, ასევე, ოლაინეს ციხეს დაათვალიერებს. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფანიაშვილი.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტის გათვალისწინებით, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვებაა. ამისთვის, სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორისაა ურთიერთობების გაღრმავება და მეგობარი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში შემდგომი დანერგვის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42