საია-ს საჩივრის დაკმაყოფილებას მხარი უსკო-ს 4 წევრმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი - 9 წევრი იყო.
უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია აცხადებს, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე უსკო უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვერ დააჯარიმებდა.
"უსკო-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე იმსჯელა და დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დააჯარიმებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ანალოგიური გადაწყვეტილება ცესკო-მ უკვე მიიღო, შესაბამისი პრაქტიკა დადგენილია. უსკო-მ იმსჯელა, რომ სამართალდარღვევის სუბიექტი ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფება და შეუძლებელია მას რაიმე სანქცია დაეკიაროს", - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.
საია-ს თვლის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორგანიზაციას. საია ყოფილი პრეზიდენტის დაჯარიმებას ითხოვდა.
ცნობისთძვის, 2016 წლის 31 ივლისს "ნაციონალური მოძრაობამ" ბათუმში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერი აჩვენა.
მასალის გამოყენების პირობები






