ანა დოლიძემ და კახა კოჟორიძემ მერიასთან მოშიმშილე "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები მოინახულეს
პოლიტიკა - 13:57, 25 Aug, 2016     1935

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს, თბილისის მერიასთან მოშიმშილე „პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები მოინახულეს.

„ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ყველა ჩვენთაგანის ფუნდამენტური უფლებაა. გასაგებია, რომ მოქალაქეები წუხან ამ უფლების განხორციელებაზე, თუმცა შიმშილობა პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმაა. მოვუწოდებთ მათ, რომ შიმშილობის აქციით განსაკუთრებით დიდი ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგენილი მეთოდებით, ბუნებრივია, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ საკუთარი სურვილები და უნდა განახორციელონ საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნა.

უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისი თვითმმართველი ერთეულია. თვითმმართველობას თავისი მაკონტროლებელი ორგანოები გააჩნია. რა თქმა უნდა, თვითმმართველობა პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ყველაფერი კარგად იმუშავებს.

შესაბამისად, პრეზიდენტის სახელით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დაწესებულია მსგავსი შემთხვევებისათვის ეფექტურად ამუშავდება”,- განაცხადა ანა დოლიძემ მოშიმშილეებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ გამწვანებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით დედაქალაქში არსებული პრობლემები საბოლოოდ დარეგულირდება.

„ჩვენ მოვინახულეთ მოშიმშილეები და ჩვენი თხოვნაა მათდამი, რომ იქნებ კიდევ იყოს დიალოგის რესურსი, იქნებ კიდევ გამოინახოს გზები იმისთვის, რომ დიალოგის რეჟიმში და არა ასეთი რადიკალური ფორმებით დაფიქსირდეს პროტესტი.

ამ ქალაქში მართლაც, რომ არსებობს გამწვანებასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდება, ძალიან დიდი ხანია, და იმედია, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დაადგება საშველი და დარეგულირდება ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ კვლავ სურვილი თავიანთი პროტესტი ასეთი რადიკალური ფორმებით დააფიქსირონ”, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42