ირაკლი ალასანიამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პოლიტიკა - 20:43, 24 Aug, 2016     2139
"თავისუფალმა დემოკრატებმა" აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ბათუმში, სასტუმრო "ადმირალში" შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად აჭარას უკეთესს და უფრო განვითარებულს გახდის.

„ჩემს თანამებრძოლებთან ერთად დღეს აჭარის საზოგადოებას, ბათუმს წარვუდგენთ იმ კანდიდატებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ბრძოლაში გვყავს გამობრძმედილი, წარმოგიდგენთ ასევე სიახლესაც, რომელიც ავსებს ჩვენს გუნდს კომპეტენციით, კვალიფიკაციით, რითიც „თავისუფალი დემოკრატები“ ყოველთვის გამოვირჩევით ქართულ პოლიტიკაში. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი თანამებრძოლის, ჩემი სულიერი ძმის, „თავისუფალი დემოკრატების“ აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებლის, სულხან ღლონტის მიმართ, რომელიც აქ არის და დარწმუნებული ვარ, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც ერთად შევქმენით - 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში დაანახებს საზოგადოებას, არა მარტო აჭარას, არამედ მთელ საქართველოს, რომ ჩვენი გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, ეს გუნდი პატრიოტების, პროფესიონალების გუნდია და ხელისუფლებაში იმიტომ არ მოვდივართ, რომ ხელსიუფლებაში ყოფნა ჩვენი თვითმიზანია“. თავისუფალი დემოკარტების“ მიზანია, რომ აჭარა, როგორც უზენაეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს იმ ადამიანებით, ვისაც ეს მხარე უყვარს“, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" აჭარის საარჩევნო გუნდი ძველი და ახალი სახეებით დაკომპლექტდა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები ბათუმიდან იქნებიან ბიზნესმენი და რკინიგზის სფეროს სპეციალისტი ნუგზარ ვარშანიძე, ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი ნინო ბერაძე და პედაგოგი თეიმურაზ ხაბაძე. ქობულეთიდან საქართველოს პარლამენტში კენჭს იყრის რკინიგზის სფეროს სპეციალისტი სოსო ნოღაიდელი, ხელვაჩაურიდან იურისტი ნინო ლორთქიფანიძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოდან პროფესორი თეიმურაზ ავალიანი. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც საქართველოს პარლამენტის პარალელურად ტარდება, ბათუმიდან კენჭს იყრიან ბათუმის საკრებულოს მოქმედი დეპუტატები ჯაბა ბერიძე და კობა ჩხეიძე და შუახევის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არმაზ ბახტაძე. ქობულეთიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებს ბიზნესმენი კახა კაკალაძე, ხელვაჩაურიდან კენჭს იყრის სპორტსმენი, იურისტი პაატა ზაქარაძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოდან პროფესორი ოთარ ცეცხლაძე. ირაკლი ალასანიას განცხადებით, წარმოდგენილი კანდიდატები გამორჩეულნი არიან თავიანთი საქმიანობის სფეროში და შეუძლიათ აჭარის რეგიონის სამაგალითოდ განვითარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42