მაია მიმინოშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს - ,,საფრთხე ეროვნულ გამოცდებს მხოლოდ ერთხელ შეექმნა - 2012 წლის ზაფხულში!“
პოლიტიკა - 20:01, 24 Aug, 2016     10909

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტების შედეგებთან დაკავშირებულ გაურკვევლობაზე განმარტებას აკეთებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პასუხობს:

“ცოტა ხნის წინ გავეცანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებას აბიტურიენტებთან დაკავშირებით და თავი ვალდებულად ჩავთვალე საზოგადოებისათვის, მკითხველისათვის პატარა განმარტება გამეკეთებინა. მიმაჩნია, რომ არის საკითხები, რომელთა პოლიტიკური მიზნებისათვის, მითუმეტეს სპეკულაციისათვის გამოყენება დაუშვებელია. ასე ვფიქრობდი ადრე, ასე ვფიქრობ დღეს. განცხადებაში არასწორი ფაქტებია მოყვანილი და კიდევ უფრო მცდარი შეფასებებია გაკეთებული. ცხადია, აბიტურენტებს არავინ ურეკავს და არავინ უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს - მხოლოდ მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ მისდით პასუხი სმს-ით. ყველაფერი რამდენჯერმე განვმარტეთ და ბუნებრივია, მოვუბოდიშეთ ახალგაზრდებს. ხვალ საბოლოო შედეგებს გამოვაქვეყნებთ და, იმედია, ამგვარი სპეკულაციებიც დასრულდება. და კიდევ... ერთიან ეროვნულ გამოცდებს მხოლოდ ერთხელ შეექმნა საფრთხე - 2012 წლის ზაფხულში! მიუხედავად მაშინდელი რეჟიმის მცდელობისა, სისტემა იმ ადამიანებმა გადაარჩინეს, რომლებიც მაშინაც და დღესაც ყველაფერზე წინ საქმის ინტერესებს და სამართლიანობას აყენებენ. 2012 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ცენტრის 170-მდე თანამშრომლის ძალისხმევამ და საქმისადმი თავდადებამ გადაარჩინა. საფრთხე კი ნაციონალურმა მოძრაობამ, მაშინდელმა ხელისუფლებამ შექმნა“, - აცხადებს მიმინოშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42