პრეზიდენტი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია“ მონაწილეებს შეხვდა
პოლიტიკა - 18:36, 24 Aug, 2016     1185
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია“ მონაწილეებს შეხვდა და სერთიფიკატები გადასცა.

პროექტი „მე და კონსტიტუცია“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიამ“ განახორციელა დამის მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა.

პროექტში ჩართული იყო საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა.

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა.

"დღევანდელი დღე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. 21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ქართული სახელმწიფოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტიმიიღო.

დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს.

კონსტიტუცია, ალბათ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი. კონსტიტუცია შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების, მშვიდობიანად განვითარების,მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო.

ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ არამხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიცთანამედროვე სახელმწიფოში ადამიანს სახელმწიფოს მშენებლობის არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს, არამედ ამ პროცესის მთავარ ობიექტად თვლის.

თავისუფალი ადამიანების მიერ შემქნილი თავისუფალი საზოგადოება, სწორედ ამ დოკუმენტის სულისკვეთებაში იკვეთება.

25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ და ამ გზას ახლა თავისუფლების მიმართულებით ვავითარებთ. სწორედ კონსტიტუციით, კონსტიტუციის პატივისცემით, მისი ღრმა შესწავლით,ჩვენ ვადგევართ ამ გზას.

ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ეს დღე გამოცხადდეს უქმედ და ალბათ, რაღაც კონკრეტულ მომენტში ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ქურდაძე, რომელმაც „ანდროიდის“ სისტემისათვის „საქართველოს კონსტიტუციის“ მობილური აპლიკაცია შექმნა პრეზიდენტმა კომპიუტერითდააჯილდოვა, ხოლო პროექტში მონაწილე თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისათვის საქართველოს კონსტიტუციაშიგამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტები შეიმუშავეს, პლანშეტებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42