ნიდერლანდების სამეფო წვლილს შეიტანს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელებაში
პოლიტიკა - 18:34, 24 Aug, 2016     1004
ნიდერლანდების სამეფომ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიდერლანდების მხარემ აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება არსებითი პაკეტის კონკრეტული პროექტების იმპლემენტაციაში ნიდერლანდების სამეფოს მონაწილეობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოჰანეს დუმამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2016 წლის 24 აგვისტოს გამართული შეხვედრის დროს აცნობა.

ელჩის ინფორმაციით ნიდერლანდების სამეფო არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში სხვა პროექტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (Defence Institution Building School) ფინანსური უზრუნველყოფის პროცესში. კერძოდ, ჩაერთვება აღნიშნული სკოლის სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებაში. შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ზოგადად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე.

შეხვედრის დასასრულს დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა იოჰანეს დუმას არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების სამეფო კვლავაც გააგრძელებს უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42