ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აუცილებელია ტურიზმის განვითარება, რომელიც დასაქმებას შეუწყობს ხელს და ამისათვის აუცილებელია ტურიზმის, მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარება. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქალაქ ზუგდიდს აქვს უნუკალური შესაძლებლობა ამ მიმართულებით განვითარდეს და სამეგრელო გახდეს ტურისტული ჰაბი. ამ მიმართულებით კი, მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩიქოვანის განმარტებით, დადიანების სასახლისთვის, ბოტანიკური ბაღისა და ღვთისმშობლის კვართისთვის, მთელი არ კომპლექსისთვის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაა. „მე ბოლომდე დავიხარჯები, რომ ეს კომპლექსი იყოს ისეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მსოფლიოს ყველა მოქალაქის ყურადღებას მიიპყრობს“, - აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა და დასძინა, რომ ის იქნება უფრო უკეთესი, გამოცდილი და ძლიერი დეპუტატი, რომელიც იზრუნებს საკუთარ მშობლიურ ქალაქზე და ყველაფერს გააკეთებს მისი პოტენციალის ასათვისებლად, რაც დღეს არ ხდება.
მასალის გამოყენების პირობები






