შემოდგომაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია ჩატარდება
პოლიტიკა - 18:31, 24 Aug, 2016     1290
შემოდგომაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წლის 1 იანვრიდან ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ფუნქციონირებას სტრუქტურირებული ფორმით გააგრძელებს.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოვამზადეთ სამსახურის რეორგანიზაციის ცვლილებების პაკეტი. ჩვენ გავითვალისწინეთ სამსახურის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებებიც, ამასთან, ჩვენ შიგნიდან დავინახეთ რეორგანიზაციის საჭიროება. სამსახურის რეორგანიზაციის განკარგულების პროექტი, ცვლილებების კონკრეტული მიმართულებები უკვე მზად არის, ტრანსფორმაციის პროცესი შემოდგომაზე დაიწყება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ახლო მომავალში იგეგემება გამწვანების რეგულაციების გამკაცრება და ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტი უკვე შემუშავებულია.

„ჩვენ მიერ უკვე მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას საქართველოს პარლამენტი შეკრებისთანავე შეუდგება. ეს ეხება საკომპენსაციო რგვებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ჩვენი ამოცანაა, გავამკაცროთ ამ მიმართულებით საკითხები. რამდენიმე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. საკითხით რეალურად დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობით მიღებული ახალი რეგულაციები სრულყოფილი და უფრო მისაღები იქნება ყველასთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42