ქეთევან ციხელაშვილი სოფელ სობისში ვითარებას ადგილზე გაეცნო
პოლიტიკა - 16:45, 24 Aug, 2016     2061

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ვითარებას ადგილზე გაეცნო.

”უკვე გავააქტიურეთ ცხელი ხაზი, მაგრამ ამ საშუალების გამოყენებას ჩვენ კიდევ ვაპირებთ. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, რომ ადამიანებს, რომლებმაც ნაკვეთები დათესეს, ამდენი შრომა და რესურსი ჩადეს, მიეცეთ იმის შესაძლებლობა მაინც, რომ საკუთარი მოსავალი აიღონ.

საუბედუროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან რთული ვითარება გვაქვს იმ მხრივ, რომ ბევრ ადამიანს არ ეძლევა საკუთარ ნაკვეთებზე, მიწებზე, ბაღებზე წვდომის შესაძლებლობა. ეს ქმნის ძალიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევევს აქ მცხოვრებლებისთვის, მაგრამ ის, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, არ აკნინებს ამ პრობლემის სიმწვავეს, ამიტომ ჩამოვედი ადგილზე, შევხვდი ადგილობრივებს.

საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პასუხი კი ამ გამოწვევაზე არის ის, რომ ჩვენთვის ეს რეგიონი - საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების განვითარება და მათზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგროვილი პრობლემები ნაწილობრივ მაინც შეგვემსუბუქებინა ამ ადამიანებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ რეგიონების გაძლიერება-განვითარება იყოს პრიორიტეტი, რომ ადამიანებს არა მარტო შეუმსუბუქდეთ ყოფა, არამედ გაუჩნდეთ ალტერნატიული ეკონომიკური შესაძლებლობები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი ადგილზე ქერის ყანის მფლობელს, შალვა ჩილინდრიშვილს ესაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზეც ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელიც 31 აგვისტოს გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისის ერთ-ერთი მკვიდრის, შალვა ჩილინდრიშვილის მიერ დათესილი ქერის მოსავალის აღება საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დღეს დაიწყეს, თუმცა პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42