ცესკო „ახალ მემარჯვენეებს“ კუთვნილ საარჩევნო ნომერს ართმევს- მამუკა კაციტაძე
პოლიტიკა - 15:42, 24 Aug, 2016     2199
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ცესკო პარტიას საარჩევნო ნომერს ართმევს.

„წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული და უსამართლო გადაწყვეტილებების საფრთხე და საშიშროება კვლავ აქტუალურია“. სწორედ ამ საფრთხეებზე ისაუბრა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე შუალედური არჩევნები. ამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილით, 21 აგვისტოს „ახალმა მემარჯვენეებმა“ კანონის თანახმად შესაბამისი წერილით მიმართა ცესკოს.

ასევე კანონის თანახმად, პარტიამ 22 აგვისტოს მიმართა ცესკოს, რომ მისთვის მინიჭებული უფლების ფარგლებში, ისარგებლოს კონკრეტული რიგირთი საარჩევნო ნომრით, რომელიც მინიჭებული ჰქონდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც „ახალი მემარჯვენეები“ მონაწილეობდა ბლოკის სახით „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ და ბლოკში პარტია სუბიექტთა ჩამონათვალში იყო პირველი. შესაბამისად „ახალი მემარჯვენეები“ გამოთქვამს სურვილს, ისარგებლოს იმ რიგირთი ნომრით, რომელიც ჰქონდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ამის პრეცედენტი იყო 2015 და 2016 წლის მაისში ჩატარებული შუალედური არჩევნები, რომელშიც ბლოკის „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ სუბიექტმა გამოიყენა მისთვის 2014 წელს მინჭებული რიგითი საარჩევნო ნომერი.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ გაიმეოროს წინამორბედის ქმედება, როცა 2012 წლის არჩევნებში პარტიას „კონსერვატორები“ ჩამოართვა მისი კანონით განსაზღვრული ნომერი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელში მონაწილეობასაც, ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში, გეგმავს „ახალი მემარჯვენეები“. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ აწარმოოს პარტიამ 2 საარჩევნო ნომრით საარჩევნო კამპანია ერთსა და იმავე ოლქში.

ეს პრობლემა ეხება ადგილობრივი თვითთმართველობის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ორ პარტიას „ახალ მემარჯვენეებს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

როგორც მამუკა კაციტაძემ განაცხადა, „ჩნდება საფრთხე, რომ დღეს 24 აგვისტოს ცესკომ „ახალ მემარჯვენეებს“ ჩამოართვას მისი კუთვნილი საარჩევნო ნომერი. მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუშვებელია სარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას დაემატოს კიდევ ერთი, რაც პოლიტიკური პარტიისთვს მისი კუთვნილი, სამართლებრივად მინიჭებული უფლების ჩამორთმევაში გამოიხატება.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ გაიმეოროს წინამორბედის, 2012 წლის ქმედება, რადგან ეს სრულად იქნება მისი პასუხისმგებლობა.

და მოვუწოდებ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არ დაუშვან ზემოთხსენებული პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო მდგომარეობის გაუარესება.“ - განაცხადა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42