"მთავარი ამოცანაა ახალგაზრდები დავარწმუნოთ დაუბრუნდნენ საკუთარ სოფლებს"- გიორგი ლილუაშვილი
პოლიტიკა - 15:08, 24 Aug, 2016     2410
„სოფლებში გამართული შეხვედრები საშუალებას მაძლევს კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდე იმ პრობლემებს, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ.“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
გიორგი ლილუაშვილი სოფელ უხუთის, გორას, ზედა გორასა და შუა გორას მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატთან ადგილობრივებმა სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მცირე მეწარმეობის განვითარებაზე ისაუბრეს, მათივე თქმით ხელისუფლებიდან სოფლის პროგრამების დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

-„იმისთვის რომ სოფელი ადგილობრივებისთვის მიმზიდველი გახდეს, უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურული საკითხები, აუცილებელია ყველა ოჯახის გაზიფიცირება, ასევე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მიგრაციაა, სოფლებში შეხვედრებისას ვხედავ ძალიან ბევრ მიტოვებულ კერას, სოფლებიდან მასობრივად ხდება ახალგაზრდების გადინება, რაც ჩემთვის გასაგებია, დღეს მათ არ აქვთ ადგილზე საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, ჩემი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებს ადგილზე შევუქმნათ პირობები და დავარწმუნოთ რომ დაუბრუნდნენ საკუთარ სოფლებს და ოჯახებს, მათი ნიჭიერება და განათლება ადგილზე მოახმარონ საკუთარ კუთხეს. ეს მოგვცემს საშუალებას გავაძლიეროთ სოფლები, მდიდარი სოფელი კი აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას.“ განაცხადა ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42