ცესკო რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებას წილისყრის გარეშე გეგმავს- "რესპუბლიკელები"
პოლიტიკა - 13:36, 24 Aug, 2016     1985
რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, დღეს, 24 აგვისტოს, ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს მიკერძოებულად, წილისყრის გარეშე, რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტია" განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს საარჩევნო სუბიექტისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები წილისყრით უნდა მიენიჭოთ 2-დან 8 სექტემბრამდე პერიოდში.

წილისყრის გარეშე რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვს მხოლოდ იმ სამ პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესაა ერთადერთი გამონაკლისი წილისყრის წესიდან. ყველა დანარჩენი სუბიექტი კანონის თანახმად, თანაბარი უფლებით უნდა მონაწილეობდეს წილისყრაში.

დღეს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წილისყრის გარეშე რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ: პარტია ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას და ნინო ბურჯანაძის გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას. ეს გამონაკლისი ამომწურავია და მისი გაფართოება არ შეიძლება.

შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განზრახვა - საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომერი მიანიჭოს გასული თვითმართველობის არჩევნებისთვის მინიჭებული რიგითი ნომრების მიხედვით, კანონსაწინააღმდეგოა და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა საარჩევნო სუბიექტებს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და სტაბილურობას. კერძოდ, აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვა პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც წილისყრის პროცესს უნდა დაელოდონ, აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია საარჩევნო ნომრით.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა 23 პოლიტიკური სუბიექტი. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო მიიღებს აღნიშნულ წესს, ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილე ყველა პარტიას შეეძლება მოითხოვოს ის რიგითი ნომერი, რომელიც მას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ქონდა. შესაბამისად, თავდაყირა დგება რიგითი ნომრის განსაზღვრის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც რიგითი ნომრის დადგენისას ამოსავალია საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული რიგითი ნომერი.

მოვუწოდებთ ცესკოს, არ მიიღოს კანონთან შეუსაბამო დადგენილება.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და არჩევნებზე დამკვირვებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რეაგირების გარეშე არ დატოვონ აღნიშნული ფაქტი."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42