არ შეიძლება ამ თარიღებით სპეკულირება - ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე
პოლიტიკა - 13:40, 24 Aug, 2016     1544

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხით სპეკულირება არ შეიძლება. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთაც საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს.

„არ შეიძლება, ამ თარიღებით სპეკულირება. შეიძლება, გარკვეულ ჟურნალისტს თავისი მოსაზრება ჰქონდეს, პოლიტიკოსებს თავისი მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, აგვისტოში ისვენებს ევროპარლამანეტი და შესაბამისი სტრუქტურები, მანამდე განხილვები აქტიურად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელმაც მიიღო პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განხილვა მოხდა ლიბეს კომიტეტში, რომელიც არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტი.

ასევე საჭიროა, პლენარულ სესიაზე გავიდეს და მოხდეს ამ საკითხზე კენჭისყრა. ეს პროცედურები მიმდინარეობს აქტიურად, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან აქტიურად გამოიხატება მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი. ყველა მაღალი დონის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ დაიმსახურა ვიზალიბერალიზაცია რეფორმების, გადადგმული ნაბიჯების მიხედვით. დღეს საკითხი არ დგას, მიიღებს თუ არა საქართველო ვიზის თავისუფლებას, ეს დამოკიდებულია პროცედურებზე. მოსახლეობამ მინდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სპეკულაცია თარიღებთან დაკავშირებით, სპეკულაციას არ ვგულისხმობ ცუდი გაგებით, ნებისმიერი თარიღის დასახელება, ეს იქნება სექტემბრის ბოლოს თუ ასე შემდეგ, არ არის სწორი. ჩვენ მივყვებით პროცედურებს, ამ პროცედურების შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, პოზიტიურად დასრულდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42