წარმოუდგენელი განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან - ხიდაშელი იზორიას კომენტარზე
პოლიტიკა - 13:27, 24 Aug, 2016     7757

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ლევან იზორიას განცხადებას, გონიოში დაკარგული კურსანტების საქმის შესახებ ეხმაურება. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, უწყების სათავეში მდგომმა ადამიანმა, საკუთარი სამხედროები მასობრივ დანაშაულში დაადანაშაულოს:

„ძალიან სამწუხაროა ის განცხადება, რაც გუშინ მოვისმინე მოქმედი მინისტრისგან. მან თქვა, რომ მასობრივ დანაშაულთან გვქონდა საქმე. ეს არის წარმოუდგენელი განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როცა საქმე სამხედროებს შეეხება. სწორედ ასეთი ტიპის განცხადებები ვნებს, პირველ რიგში, ჯარს, მის რეპუტაციას და სახელს. ან უნდა იყოს გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაული და მაშინ უნდა გამოვიდეს თავდაცვის მინისტრი და გვითხრას, რა დანაშაული იყო ჩადენილი, ვის მიერ და ვინ არის დასჯილი, ან არ იცის არაფერი ამაზე და შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ უნდა აკეთოს. არ შეიძლება, ეს ანა-ბანაა. ადამიანი, რომელიც თავდაცვის უწყების სათავეში დგას, საკუთარ სამხედროებზე ამბობდეს, რომ მასობრივი დანაშაული ჩაიდინეს ისე, რომ ამის არავითარი მტკიცებულება და დოკუმენტაცია არ წარმოადგინოს, არ შეიძლება. აქ ძალიან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება შეიარაღებული ძალების მიმართ. ამიტომ მე ძალიან ვწუხვარ იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42