საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებით საუბრობს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით,რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის კომპონენტებს შეადგენს.
„ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ იმ გადაწყვეტილებების განხორციელების გზებს, რომლებიც ვარშავის ნატო-ს სამიტზე. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევადობა, საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე, განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს, კიდევ უფრო დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია.
ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა ამ ინსტრუმენტს და საბჭოს ვიზიტის ფარლგებში ვისაუბრებთ ამ ინსტრუმენტების შესახებ - ეს არის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, სპეციალური პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით. ნატო-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ეწვევა საქართველოს და ეს იქნება კიდევ ერთხელ გამოხატულება, რომ საბჭოს სრული შემადგენლობით ჩამოდის საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






