მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად პაატა სააკაძის 19 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ჩუღურეთის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ რიმაბერაძესთან ერთად, შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 106 ოჯახი ცხოვრობს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამ სახლში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციამოისმინა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა იმ პრობლემების მოგვარება იქნება, რომელიც ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას აწუხებს.
„მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ როდესაც თქვენ რაიმეს განიცდით, არსებობს ვიღაც ხელისუფლებაში, ვისაც ეს აღელვებს. მე მზად ვარ გვერდში ამოგიდგეთ. ეს ჩემი ვალდებულებაა“,- აღნიშნაგიორგი ვოლსკიმ.
დღესვე მან არსენალის მთის მიმდებარე დასახლება ფეხით მოიარა და იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებს პირადად გაეცნო.
მასალის გამოყენების პირობები






