"ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს"- პრემიერი პრეზიდენტის არგუმენტაციას არ ეთანხმება
პოლიტიკა - 10:12, 24 Aug, 2016     1351

მთავრობა, რეფერენდუმზე უართან დაკავშირებით, პრეზიდენტის არგუმენტაციას არ ეთანხმება

მთავრობა „რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციას განახორციელებს, თუმცა დოკუმენტში ასახულ არგუმენტაციას არ ეთანხმება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადავოა არგუმენტი, რომ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება.

„ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს არის არგუმენტებზე დავა, მაგრამ კანონმდებლობის ხარვეზის გამო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, კანონმდებლობაში ცვლილება ერთი თვის ვადაში უნდა აისახოს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას სჭირდება მინიმუმ ორი სესია, ანუ გათვალისწინებულია სამთვიანი ვადა მაინც. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი - სამოქალაქო ქორწინება გახლავთ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, აისახოს საქართველოს კონსტიტუციაშიც. სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლდათ პარლამენტში ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი და ეს პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ, ეს საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, არსებულ პარლამენტში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ბოიკოტისა თუ სხვა მიზეზების გამო, ცვლილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში აისახება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი, თითქოს დასავლეთისკენ სწრაფვა ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონებაა, წმინდა წყლის სპეკულაციებია. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები. ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ და სწორედ ასეთი საქართველო არის ძვირფასი და ღირებული ევროპისთვის, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ფასეულობებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42