თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ფიქრობს, რომ ის და მისი პარტიის წევრები აუცილებლად მოხვდებიან პარლამენტში. ირაკლი ალასანია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არარეალურს უწოდებს:
"მეც, ჩემი პარტიაც არ მივეკუთვნებით იმ ჯგუფს, რომ როცა კვლევა არ მოსწონდათ გამოხატავდნენ უნდობლობას მის მიმართ. ამ კვლევებს ჩვენ არარეალურს არ ვუყურებთ იმითომ, რომ ხალხში სხვა განწყობაა ჩვენ შეხვედრებზე სხვა რეალობას ვუყურებთ.
როცა ესეთი უსაფუძვლო ვარდნაა, არაფერი გაგვიფუჭებია ამ 3 თვეში. რეალურად ვმუშაობთ 2 წელია დავდივართ ხალხში. არარეალისტურია ეს კვლევა. ეს კვლევა რეალურად არის პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის ოცნება, ეს არის სააკაშვილის მიერ დაწერილი რეიტინგები.
ეს არ არის კვლევა, რომლსაც ჩვენ როგორც მოცემულობად მივიღებთ. ეს კვლევები სხვა მიზნებს ემსახურება. ეს გარკვეულად დამკვიდრება ხდება, რომ საქართველოში არსებობს ორი ძალა, რომელიც ეს არის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ეს არ არის სწორი. მოსახლეობას არ უნდა ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება, მეორეს მხრივ არის ქართული ოცნების სტაგნაცია. ამიტომ მოსახლეობა ეძებს ალტერნატივას, სწორედ ამ კვლევით უნდათ, რომ ამ ადამიანებს ამ ალტერნატივის ძიების სურვილი მოუკლან.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი შეხვედრებით მოსახლეობასთან, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელებიც ვართ პროფესიონალები სუფთა წარსულით. ჩვენ რაც ვთქვით, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. მე მაქვს იმედი, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას მოვიპოვებთ,"- აცხადებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






