შეჩერებული პროფესიული განათლების პროგრამა - რაში დაიხარჯა 6 მილიონი ევრო?
პოლიტიკა - 20:03, 23 Aug, 2016     3384
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა. საქმე ეხება 6 მილიონი ევროს არამიზნობრივ ხარჯვას.
ცნობილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა ევროკავშირისგან პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავებისთვის სოლიდური დაფინანსება მიიღო.
განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით 2013 წელს პროფესიული განათლების კუთხით რეფორმები იყო გასატარებელი. გადაწყდა, რომ პროფესიული განათლებაში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შემუშავებულიყო. ევროკავშირის მეირ მოხდა 6 მილიონი ევროს გამოყოფა, ეს იყო საბიუჯეტო თანხები, რომელიც შეიცავდა გრანტებს.
როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მართლაც შეიმუშავეს სპეციალური მოდულური პროექტები, გაიმართა შიდა პრეზენტაციები, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, გასულ კვირას ცენტრმა პროფესიულ განათლებაში მის დანერგვაზე უარი განაცხადა. ეს მაშინ, როცა პროექტისთვის გამოყოფილი 6 მილიონი ევრო გახარჯულია.

შესაბამისად ახლა ცენტრს ევროკავშირისთვისა და აუდიტის სამსახურისთვის მოუწევს იმის ახსნა, რისთვის დაიხარჯა 6 მილიონი ევრო.

ბუნებრივია „ნიუპოსტი“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პოზიციით დაინტერესდა. აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა წერილობით მიგვემართა ცენტრისთვის. დაპირებისამებრ ჩვენ კითხვები გადაუგზავნეთ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, მათგან იყო პირობა, რომ პასუხს ან კომპეტენტური პირის კომენტარს 30-40 წუთში მოგვაწვდიდნენ, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად უცნობია, რატომ თქვა უარი უკვე მომზადებულ მოდულური პროექტზე უწყებამ.

რაც შეეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში აუდიტის სამსახურის შესვლას, ეს არაოფიციალურ საუბარში პრესცენტრის წარმომადგენელმა არ დაადასტურა.

მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი" დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროფესიული განათლების სისტემის განვითარება მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაიწყო, ხოლო სისტემის განვითარება ახალი ხელისუფლების პირობებში აღარ გაგრძელდა. შაშკინი განათლების სამინისტროს საქმიანობაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.

როგორც „ნიუპოსტს“ შაშკინმა განუცხადა, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 6 მილიონი ევრო „ჩინოვნიკების ჯიბეებში მოხვდა, რომლებიც სანიკიძის ახლოს გარემოცვას წარმოადგენდნენ“.

„2013 წელს მავნებელმა მინისტრმა სანიკიძემ გადაწყვიტა, რომ არის რეფორმების დედა. დაანგრია პროფესიული განათლება და გადაწყვიტა, რომ უნდა შეექმნა ე.წ. მოდულური სწავლება. შედეგად, ევროკავშირს გამოართვეს 6 მილიონი ევრო, მოახმარეს ამას ბიუჯეტის ფული და 2 წლის განმავლობაში წერდნენ გაურკვეველ მოდულებს, რომლის შედეგადაც ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მიეღოთ სასურველი პროფესიული განათლება. ეს ყველაფერი ჩვენ გვქონდა, გაკეთებული იყო და არსებობდა, იმის ნაცვლად, რომ გაეუმჯობესებინათ არსებული, რომელიც შექმნილი იყო ბიზნესთანამშრომლობის შედეგად, ყველაფერი დაანგრიეს, გაასწორეს მიწასთან და თქვეს, რომ რაღაც ახალი უნდა გაეკეთებინათ. დახარჯეს 6 მილიონ ევროზე მეტი, წელს კი გაირკვა, რომ ამის დანერგვას არ აპირებენ. ის აბდაუბდა, რომელიც დაწერეს, მისი დანერგვა შეუძლებელია, ქართველმა ერმა რა დააშავა საიმისო, რომ სამი წლის განმავლობაში განადგურდა პროფესიული განათლება, რომელიც აბსოლუტურად არის აცდენილი დასაქმების თემას. ეს 6 მილიონი ევრო საკმარისი იყო იმისათვის, რომ 20 ახალი სკოლა აეშენებინათ ან საქართველოში აბსოლუტურად ყველა ბავშვისთვის ახალი სახელმძღვანელოები ეყიდათ, ან ეყიდათ მათთვის კომპიუტერები. ეს ფული ხელფასებისა და ძალიან მაღალი ჰონორარების სახით წავიდა ჩინოვნიკების ჯიბეებში, რომლებიც სანიკიძის ახლოს გარემოცვას წარმოადგენდნენ. ეს ფული არის მითვისებული გარკვეული ადამიანების მიერ, ახლა განათლების სამინისტრო პანიკურად ცდილობს, რომ მოიფიქროს გზა თუ როგორ დაიმალოს ეს ფაქტი“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

,,ნიუპოსტი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუკავშირდა, როგორც პრესცენტრში გვითხრეს, უწყება განათლების სამინისტროს 2015 წლის ფინანსურ აუდიტს ნამდვილად აწარმოებს.

P.S : მასალის გასვლის შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს წერილობით უპასუხა, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,2013 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა 2013-2020 წლის პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია.

2013 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამოქმედდა პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა. ევროკავშირის დახმარებით მოდულური პროგრამებისათვის შეიქმნა მეთოდოლოგია.

2014 წლიდან დღემდე პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 269 პროფესიული სტანდარტის და 170-მდე მოდულური პროგრამის პროექტები. დამტკიცდა 93 პროფესიული სტანდარტი და 83 ჩარჩო დოკუმენტი.

2015 წლის შემოდგომიდან 50 მოდულური პროგრამა უკვე დაინერგა 31 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე აქტიურად გრძელდება მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიულ და უმაღლეს დაწესებულებებში.

ასევე, 2016 წლის აგვისტოში დამტკიცდა აგრარული მიმართულების 3 მოდულური პროგრამა (მეღვინეობა-მევენახეობა, მეცხოველეობა და მეხილეობა), რომლებიც განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით (დუალური სწავლება), რისთვისაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხმარება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ).

განახლებული სტრუქტურითა და შინაარსით, ახალი ჩარჩო დოკუმენტები პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც სასწავლო პროცესში დამსაქმებელთა სრულ ჩართულობას უზრუნველყოფს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა მომავალი წლიდან პროფესიულ განათლებაში ამ მოდელით მეტი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდეს.

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა ფინანსდება საბიუჯეტო სახსრებიდან.

პროფესიული განათლების სტრატეგიის განხორციელებისთვის ქვეყანას ევროკავშირმა გამოუყო 27 მლნ ევრო ტექნიკური დახმარების გათვალისწინებით, მათ შორის 20 მლნ ევრო საბიუჯეტო დახმარება და ამ თანხას ქვეყანა რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებს.

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოსვლას, ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. ცენტრის ხელმძღვანელობის მოთხოვნით ცენტრის საქმიანობას ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების აუდიტის სამსახური შეისწავლის ფინანსური ანალიზისთვის, რადგანაც დაგეგმილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია და სტრუქტურული განახლება“ - ნათქვამია ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42