საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ გაიმართა
პოლიტიკა - 16:45, 23 Aug, 2016     1358

დღეისთვის დანიშნული საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, წინა სხდომის მსგავსად, კვორუმის უქონლობის გამო კვლავ ვერ გაიმართა. სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი იყო: არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფის (ნ. ბურჯანაძე, მ. აჩბა, ბ. ბაკურაძე, გ. ახვლედიანი, დ. ლორთქიფანიძე, ლ. ჩქარეული, გრ. ბარამიძე, ბ. დანელია, ბ. პეტრიაშვილი, თ. ზურაშვილი) რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადების განხილვა და საქართველოს პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხის განხილვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა შემდეგი განმარტება გააკეთა: „კომიტეტის სხდომები პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იყო მოწვეული, თუმცა, სამწუხაროდ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. მე ამას ვუკავშირებ პირველ რიგში იმას, რომ არის საპარლამენტო არდადეგების პერიოდი და, იმავდროულად, წინასაარჩევნო კამპანია და დეპუტატები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. გარდა ამისა, კომიტეტის ზოგიერთი წევრი ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ისინი მხარს არ უჭერენ პოლიტიკური თვალსაზრისით „უბლოკო სტატუსთან“ დაკავშირებით რაიმე ცვლილების განხორციელებას".

„გამომდინარე ამ რეალობიდან, ვფიქრობ, რომ საშემოდგომო სესიამდე კომიტეტის სხდომის მოწვევას უბრალოდ აზრი აქვს დაკარგული. საშემოდგომო სესიაზე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღებ გადაწყვეტილებას კომიტეტის სხდომის მოწვევის თაობაზე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42