თბილისის მერის საკრებულოში მისვლის თარიღი კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი
პოლიტიკა - 14:44, 23 Aug, 2016     1303
თბილისის მერის საკრებულოში მისვლის თარიღი საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ საკრებულოში შეხვედრა ამ კვირაში შედგეს. დავით ნარმანიას თქმით, საკრებულოში მისვლამდე ის შეხვდება ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათგან ქალაქის გამწვანების პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებებს მოისმენს.

„საკრებულოს ხელმძღვანელობასთან გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად, ზუსტ თარიღსა და დროს ვაცნობებთ საზოგადოებას. ეს არ იქნება ძალიან შორს, შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს. მე ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადე, რომ აუცილებლად მივალ თბილისის საკრებულოში და გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რაც იქნება დასმული. გარდა კონკრეტულად ამ საკითხებისა, მე ვისაუბრებ ზოგადად ჩვენი გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულების პოლიტიკაზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას რას ვაკეთებთ გამწვანების კუთხით”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, აუცილებლად გადაიხედება ხეების ჭრის და ფორმირების საკითხები.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს დღეებში როდესაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ექსპერტებს შევხვდებით, გავაცნობთ მათ ჩვენს მოსაზრებებს და მათ წინადადებებსაც მივიღებთ, რათა კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს წესები და ამას წარვადგენთ საკრებულოში, დოკუმენტის სახით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42