ირაკლი ალასანიამ ოთხი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
პოლიტიკა - 13:22, 23 Aug, 2016     1877

,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარადგინა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქეთევან ენუქიძე იქნება, რომელიც არის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლიტერატურათმცოდნე, და მკვლევარი. თანამშრომლობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან, მუშაობს ლექსმცოდნეობის საკითხებზე. არის ვერსიფიკაციაში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ასევე ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ განათლების პროგრამის თანაავტორი.

დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ლევან ჯამალაშვილი იქნება.

"ის მუშაობდა წითელწყაროს მელიორაციის სამმართველოში, რაიონის ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობაზე: მთავარ სპეციალისტად, სამსახურის უფროსად, გამგებლის მოადგილედ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარედ და სხვა. აქვს სამეურნეო დარგში მუშაობის გამოცდილება: იყო სოფელ კოტაანის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, „დედოფლისწყარო რაიგაზის“ უფროსი. არჩეული იყო რაიონის საკრებულოს წევრად და მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ. იყო საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და საკრებულოს ფრაქცია „დედოფლისწყაროს“ თავმჯდომარე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ დავითაშვილი იქნება.

"მალხაზ დავითაშვილი მუშაობდა თიანეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ ბუღალტრად. იგი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის განყოფილების სოციალური აგენტი, მთავარი სპეციალისტი. სოციალური მომსახურეობის კონტროლის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის კონტროლის სოციალური აგენტი. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მთავარი სპეციალისტი. გახლდათ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მან 2014 წელს დატოვა ‘’ქართული ოცნების’’ რიგები და შემოუერთდა ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’. არის კარგი ეკონომისტი და ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმუშავებს ქვეყნის ეკონომიური განვითარების საკითხებზე", - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოლეგ არჯევანიძე იქნება.

"ის არის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. არჯევანიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი ოლეგი იყო შპს ,,ბაჯითის“ დირექტორი და დარკვეთის ,,საშენ მასალათა კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მან ოქროს მედალზე დაამთავრა ჭიათურის 129-ე ტექნიკური სასწავლებელი და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. ოლეგ არჯევანიძე არის,,თავისუფალი დემოკრატების“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. შემდეგ აქტიურად მონაწილეობა არჩევნებში, რამდენჯერმე იყო საოლქო და საუბნო კომისიის წევრი. იგი გააძლიერებს აგრალურ საკითხზე მომუშავე ჯგუფს. მისი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42