მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ელოდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკურგანვითარებაში და ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ეხება ბორჯომს, სადაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალია.
„მინდა, აბსოლუტურად რეალისტურად გითხრათ - ყველაფერი, რაც კეთდება ბაკურიანში, არის ბორჯომელებისთვის. რეგულარულ ავტობუსებს დავნიშნავთ ყოველი ნახევარი საათის,ერთი საათის განმავლობაში, რომელიც მთლიანად, ბორჯომის ყველა სასტუმროს მიაბამს ბაკურიანზე და პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანია, შევკრათ ერთიანი კომპლექსი. დაწყებულიგვაქვს კოხტა-მიტარბის მშენებლობა-აღდგენის პროცესი. ეს იქნება უნიკალური ტურისტული კომპლექსი. წელს დავამთავრეთ დიდველის მიმდებარედ ზაფხულის სამთო ციგისატრაქციონის დამონტაჟება; ფრანგულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ ბიატლონის ტრასის დამონტაჟება-პროექტირება, რომლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება; ბაკურიანში უნდააღდგეს სატრამპლინო სკოლა. ამ ყველაფერს დაემატება ჰოკეის 1000-კაციანი მოედანი, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ასევე, დამატებით იქნება გასართობი, ახალგაზრდულიცენტრები, მათ შორის ბორჯომში. ეს ყველაფერი მთლიანობაში, აბასთუმნის კომპლექსთან ერთად, თვისობრივად სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს ამ რეგიონის განვითარებას დაყველა თქვენგანის ოჯახი იგრძნობს ამას. რაც ყველაზე მთავარია, ამას ისე გავაკეთებთ, არც ერთ ბავშვს თქვენს ოჯახებში ცრემლი არ ჩამოუვარდება. ეს არის ყველაზე მთავარი.გაუმარჯოს, ერთიან, გაფერადებულ, აგუგუნებულ, დაქოქილ, ამუშავებულ საქართველოს. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით. მათ შორის, ისგზააბნეული ადამიანებიც, რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ, საბოლოო ჯამში დარწმუნდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ ერთადერთი, უალტერნატივოგანვითარების გეგმის გარშემო“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბორჯომი და მთლიანად ბორჯომის რაიონი საქართველოს მარგალიტია და მთავრობას, ბორჯომის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დასაინტერესო ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის კონკრეტული გეგმები აქვს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს რეალობაა და მას აუცილებლად აღასრულებს მმართველი გუნდი, რომელსაც საკუთარი მოსახლეობის წინაშე ყველაზემაღალი პასუხისმგებლობა აქვს.
სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაზე მაქსიმალური რესურსიდაიხარჯა.
პრემიერის განცხადებით, 3 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა; ასევე, უპრეცენდენტოდ მაღალიყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას - ხორციელდება უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა მიზანია კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება, რათა საქართველოსმოთხოვნილებები ადგილობრივმა წარმოებამ დააკმაყოფილოს.
„დღეს სრულიად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემოა, ტელევიზიაში აღარ ისმის მთავრობის ქება-დიდება, პირიქით, ხშირად უსამართლოდაც ისმის კრიტიკა, მაგრამ ესნორმალურია. ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა. ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ, თავისუფლად საუბრობენ და აღარ ეშინიათ ხელისუფლების და მისისადამსჯელო სტრუქტურების“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა აცნობიერებს, რომ ყველა პრობლემა ჯერ გადაჭრილი არ არის და მათ მოსაგვარებლად აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი, ძალიან კონკრეტული გეგმა, რომელიცდღეიდან 4 წლის თავზე, სხვაგვარ საქართველოს შექმნის და თითოეული ადამიანის ოჯახში კეთილდღეობას მოიტანს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ძირეული ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში, რათა მომავალი თაობა არ მოტყუვდეს და არ დახარჯოს ძვირფასი რესურსებიიმაზე, რომ ოთხი წლის განმავლობაში ნაკლებად საჭირო პროფესიებს მიჰყვეს, მაშინ, როდესაც ინჟინრების, ტექნოლოგების ძალიან მწვავე საჭიროება არსებობს და საქართველოშიშესაბამისი სპეციალისტების არარსებობის გამო საჭიროა მათი უცხოეთიდან შემოყვანა.
„ჩვენ უნდა წავახალისოთ სპეციალობები, რომლებიც მეტად საჭიროა საქართველოში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ უმაღლესი სასწავლებლისდამთავრების შემდეგ. პედაგოგი უნდა იყოს უფრო მეტად დაფასებული. არ შეიძლება, მუდმივ ფსიქოლოგიურ ტერორში გვყავდეს ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში, მათშორის ყველაზე გაჭირვებულ წლებში ციმციმ გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა. ისინი, იმსახურებენ, რომ მინიმუმ, მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობას ასევე აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ გადააქციოს საქართველო სატრანზიტო ქვეყნად. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიანმნიშვნელოვანია, დღეიდან 4 წლის თავზე, ყველა უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი და გზა დამთავრებული იყოს და ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ბორჯომი სატრანზიტომოძრაობისგან განიტვირთოს.
ამასთანავე, პრემიერი მიიჩნევს, რომ მთავრობა უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ადამიანების საჭიროებასა და მომსახურებაზე ორიენტირებული. როგორც მან აღნიშნა, მთავრობას აქვსკონკრეტული გეგმა, როგორ ჩართოს მოსახლეობა გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის ბიუჯეტირების პროცესში, რათა ადგილობრივი საჭიროებები მეტად იყოსგათვალისწინებული.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ყველაფრისთვის საჭიროა სტაბილურობა და მთავრობამ გასული ოთხი წლის განმავლობაში დაადასტურა, რომ გონივრული საგარეოპოლიტიკით შეძლო სიტუაციის დამშვიდება - ერთის მხრივ სწრაფი ნაბიჯები გადადგა ევროპის მიმართულებით, ხოლო მეორეს მხრივ ტემპერატურა დაწია ჩრდილოელ მეზობელთანურთიერთობაში, განაახლა ვაჭრობა და ტურიზმი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ ტურიზმი 12 თვის განმავლობაში ბორჯომსა და ბაკურიანში. აუცილებელია, ბორჯომი არ იყოს მხოლოდ ზაფხულისკურორტი. ჩვენ უნდა დავტვირთოთ ბორჯომი ზამთარში ყველა თვის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ზამთრის სათხილამურო სკოლების განვითარების პროგრამა და უნდა აღვადგინოთგაზაფხულის არდადეგები ბავშვებისთვის, იმისთვის რომ გავაჯანმრთელოთ ჩვენი მომავალი თაობა. ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველას დაუმტკიცა და აჩვენა,რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ადამიანების ჩაგვრის, ოჯახების გაუბედურების გარეშე.
„ ჩვენ ერთად ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ბრძოლა. ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ დღეს, რომ წარსულსჩავაბარეთ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები და ხელისუფლებები, რომლებიციძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე, თავიანთ ქვეყნის მოსახლეობაზე“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
კახა კალაძემ ამომრჩეველს 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ თქვენთან ერთად ამ 4 წლის განმავლობაში. თუმცა, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ჩვენ არ ვართთვითკმაყოფილები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველო“, ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით, გახლავთ ის ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს შესაძლებლობები მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ჩვენიქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ და აუცილებლად შევძლებთ ერთად. ჩვენი მთავარი მონაპოვარი -ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა ის, რომდღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად მათი განსხვავებულიაზრისა. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის სწრაფი განვითარება, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს, ეკონომიკურად განვითარდეს. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი,რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელსაც ყავს ძალიან ძლიერი, გაწონასწორებული, საქმეზე ორიენტირებული ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით და ჩვენ ამგუნდთან ერთად, თქვენთან ერთად აუცილებლად 8 ოქტომბერს ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმატება ჰქვია, და ეს არ იფიქროთ, რომ იქნებამხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, მხოლოდ ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ჩვენი გამარჯვება პირდაპირ კავშირშიასაქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მინდა გაგამხნევოთ, დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ ერთადგავიმარჯვებთ“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
ბორჯომი -ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გამარჯვებისაუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბორჯომი ახლაც ამ გამარჯვების ავანგარდში უნდა იყოს.
„ნამდვილად მაქვს ის ემოციები, რაც ამ ადგილს თან სდევს. აქ ეროვნული მოძრაობის დროს იმართებოდა ძალიან ხალხმრავალი მიტინგები და მიხარია, რომ მაშინ, ვინც ერთადვიდექით, დღეს ისევ ერთად ვართ. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის თანამებრძოლები ისევ შემოვრჩით ერთმანეთს და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაშინ ჩვენ ყველავფიქრობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე, იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი სამშობლო. ოთხი წლის წინ აქ, ამ მოედანზე, როცა შემოვიდა პიკაპების ჯგუფი და განთავსდაპირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინაც ერთად ვიდექით, ვიცოდით ერთი რამ-ჩვენ ჩვენს მომავალს არავის დავუთმობდით. ამაში ვიყავით დარწმუნებულები, იმიტომ,რომ ეს მომავალი ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა. „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება ბორჯომის ძალიან დიდი გამარჯვება. ამიტომ, დაპირებებზე არაფერს გეუბნებით. ჩვენბორჯომელებმა რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს, ამაზე ვიფიქროთ. ჩვენს წილ ბრძოლაზე ვიფიქროთ, რომელიც შესატანია ამ დღეებში, რომ 8ოქტომბერი არანაკლებ დიდი გამარჯვება იყოს სრულიად საქართველოსი. ჩვენ, ბორჯომელებმა, ამ გამარჯვებაში ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ახლაც ავანგარდში უნდა ვიყოთ.ამისთვის ვართ ჩვენ აქ შეკრებილები“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






