ირაკლი ჩიქოვანი ცესკო-ს მიმართავს, არ დაუშვან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბება
პოლიტიკა - 19:13, 22 Aug, 2016     1860
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს არ დაუშვან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. ირაკლი ჩიქოვანმა მიმართვა ზუგდიდის სალოქო საარჩევნო კომისიის ოფისთან გააკეთა, სადაც დღეს ხმათა უმრავლესობით უნდა მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირი კარნახის წესით მიუთითებენ, თუ ვინ აირჩიონ საუბნო საარჩევნო კომისიებში, როგორც ე.წ. პროფესიული წევრები. ეს არის მიუღებელი და ეს არის პირველი ნაბიჯი არჩევნების გაყალბებისკენ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს დაინტერესდეს თუ როგორ მოქმედებენ მისი პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივ ორგანიზაციებში.

„მივმართავ ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ნუ გახდებიან ნურცერთი მათგანი პოლიტიკური მანიპულირების საგანი. მათ უნდა მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უკვე ცნობილია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების სია. მაჟორიტარი დეპუტატობის განდიდატმა ეს სია დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის კანცელარიაში შეიტანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42