"ამ ეტაპზე რაც ჩანს ეს ტერორიზმი ვერანაირად ვერ იქნება, ტერორიზმის შემთხვევაში უნდა იყოს სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ ძალადობა, უნდა იყოს გზავნილის გავრცელების მიზნით, ჯგუფს იდეოლოგია უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ან რელიგიური. ეს უფრო დივერსიის აქტია. ეს შეიძლება რეალურად მოხდა, მაგრამ წინასაარჩევნოდ გამოყენების მცდელობა არის, ამას ბოლომდე არ იტყვიან, ეცდებიან რომ ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს ეს კვალი აღმოაჩინეს. ჩემი აზრით, კიდევ ერთი იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკია. სერიოზული გამოძიების პირობებში ჩანასახშივე, ამ ეტაპზე უკრაინის ხსენება, აბსოლუტურად შეუძლებელია,"- განაცხადა ხარშილაძემ.
სამხედრო ექსპერტს ზურაბ აგლაძეს მიაჩნია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ნაადრევი განცხადებების გაკეთებამ ორი ქვეყნის ურთიერთობა დააზიანოს:
„ეს არის ჩვეულებრივი დივერსია, არაა ტერორისტული აქტი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო ის რომ უკრაინის სახელმწიფო ამ აქტში ჩარეული იყოს. წინასწარ, ნაადრევი განცხადებების გაკეთება დამაზიანებელი იქნება გამოძიებისთვისაც და ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვისაც“- განაცხადა ზურაბ აგლაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთა მოხდა, ამის შესახებ დღეს უწყებაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






