უმრავლესობა ტერორიზში ბრალდებულის უკრაინასთან კავშირზე აკეთებს აქცენტს
პოლიტიკა - 17:34, 22 Aug, 2016     2713
ტერორისტული აქტის მომზადების გამო, სუს-ის კონტრდაზვერვის მიერ, 7-დ კაციანი ჯგუფის დაკავებას მმართველი გუნდი გამოეხმაურა. ისინი ყურადღებას ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის უკრაინასთან კავშირზე ამახვილებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიებამ დამატებითი მასალები უნდა მოიძიოს.

სესიაშვილის თქმით, ის პოლიტიკურ კორექტულობას ინარჩუნებს, თუმცა ხაზს უსვამს სუს-ის კარგ მუშაობას:

"ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ და ხშირად ახდენენ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ უწყების კარგმა მუშაობამ განაპირობა ასეთი ძალიან სახიფათო ტერორისტული აქტის აღკვეთა. გამოძიებას მოუწევს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, მათ შორის იყო საუბარი, რომ ერთ-ერთ ტერორისტს კავშირი ჰქონდა უკრაინასთან და ხშირად მიდიოდა-მოდიოდა. ვინარჩუნებ პოლიტიკურ კორექტულობას,"- განაცხადა სესიაშვილმა.

უკრაინასთან ერთ-ერთი დაკავებულის კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას გია ვოლსკიც:

"უკრაინაში მოძრაობდა ადამიანი, გიდასტურებენ, გეუბნებიან, რომ კი, ჰქონდა ურთიერთობა უკრაინასთან. ამასთანავე გამოვლენილია ძალიან მსხვილმასშტაბიანი ტერორისტული აქტის ჩატარების მცდელობა. ეს არის ფაქტი. ვის სად უნდა ყურადღების გადატანა, ეს მეორე საკითხია,"- აღნიშნა გია ვოლსკიმ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42