"ენმ და "ქართული ოცნება" ტალახის სროლაში გაწაფულები არიან"- ბურჭულაძის გაერითანება ტარიელ ონიანთან კავშირზე
პოლიტიკა - 16:11, 22 Aug, 2016     3035

"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პაატა ბურჭულაძე ე. წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა, პოლიტიკური პლატფორმა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრები მათი გაერთიანების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებენ.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათი გუნდი კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. ფაქტი კი რომ ბურჭულაძემ 20 წლის წინ ტარიელ ონიანის შვილი მონათლა არაფერს ნიშნავს.

„20 წლის წინ ბავშვი მონათლე, ეს არაფერს ნიშნავს დღევანდელი მდგომარეობისთვის, ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ქურდული სამყაროს მიმართ, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქურდული სამყარო ვერასდროს საქართველოში ვერ დაბრუნდება. ყველაზე ნაკლები კონტაქტი ქურდულ სამყაროსთან ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს. სხვები ნამდვილად გამოირჩევიან ამ კუთხით, მათ შორის ქართული ოცნების წევრებიც"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კი კადრების გავრცელების უკან ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება დგას.

"პაატა ბურჭულაძე არის ცნობილი ადამიანი, მას მონათლული ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი, ამ ოცი წლის წინანდელი კადრების ამოღება და ფრიალი, გასაგებია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, რომ არის ჩვეულებრივი ორკესტრირებული ქმედება, რომლის უკანაც დგანან პოლიტიკური ძალები. არ ვიცი ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ესენი არიან გაწაფული ასეთი ტალახის სროლაში და აგრძელებენ იმას, რაც იციან ყველაზე კარგად,“-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42