ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ „ზიზილ–პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ საბაზისო ინფრასტრუქტურას - პრემიერი
პოლიტიკა - 16:09, 22 Aug, 2016     1675
ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ–პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ასპიძელებს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–გედევან ფოფხაძე წარუდგინა და გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რაც გულისხმობს ძირეულ ცვლილელებს განათლების სიტემაში, რათა პედაგოგები იყვნენ გაცილებით დაფასებულნი.

გიორგი კვირიკაშვილი შეეხო მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, რაც, მისი თქმით, საქმიან ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს ბიზნესის წარმოებას. „ბოლო პერიოდში ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ წყალმომარაგებას და გაზიფიცირებას და ბევრ რაიონში ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვარემონტებთ სკოლებს, კულტურის სახლებს, სპორტულ კომპლექსებს, რაც არის საჭირო ჩვენი მომავალი, ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად და დღეს გაცილებით მეტი ფული იხარჯება ინფასტრუქტურაში, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაქსიმუმი, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და არ ვფიქრობთ, რომ ყველა პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ქვეყანაში. ჩვენ ვიცით რამხელა პრობლემებია რეგიონებში, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს და სწორედ ამიტომ სწრაფი ცვლილების განსახორციელებლად დღეს ჩვენ გვაქვს მომავალი 4 წლიანი გეგმა,“–აღნიშნა პრემიერმა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ასპინძელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „არა მოქალაქეების ღირსების გადავლით, არამედ ერთმანეთის პატივისცემით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს ქვეყანას– უკეთესი განათლების სისტემით, უკეთესი ინფრასტრუქტურით, უკეთესი გზებით, უკეთესი გაზიფიცირებით, უკეთესი სოფლის მეურნებით და ეს არის მიღწევადი!“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ასპინძის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ბორჯომი -ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანაში ახალი ღირებულებები დაამკვიდრა.

„მგონია, რომ აქ, საქართველოს ამ ისტორიულ მიწაზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს ყველას იმ მომავლის წინაშე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს. აი, ამ პატარა ასპინძელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რომელთაც დღეს აქ „ქართული ოცნების“ მაისურები აცვიათ და იმედიანი თვალებით გვიყურებენ. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება საქართველოს მომავალი სხვანაირი იყოს, თუ არა ნათელი, ძლიერი და დაფუძნებული თავისუფლების დიად იდეალებზე. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სრულიად საქართველოს ეგრძნო ის ახალი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ვიწყებდით ცხოვრებას. მე მინდა, რომ ასპინძამ ბოლომდე იგრძნოს ეს ყველაფერი და ისიც გახდეს იმ პოლოტიკური სივრცის ნაწილი, რომელშიც დღეს სრულფასოვნად არის „ქართული ოცნება“ ჩართული. მე ვიცი, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს დღეს შეუძლია ასპინძას ყველაფერი ის მისცეს, რაც დღეს მას სჭირდება და ნებისმიერმა ასპინძელმა, ნებისმიერმა აქ მაცხოვრებელმა ადამიანმა, მისმა ოჯახმა იგრძნოს, რომ საქართველო სხვა რეალობაში იწყებს ცხოვრებას“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42