ქართულმა და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებმა, რომის პაპის ვიზიტის გასაშუქებლად 22 აგვისტოს 09:00 საათიდან -5 სექტემბრის 19:00 საათამდე აკრედიტაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: http://avgeorgia.ge/ ჟურნალისტები, რომლებიც გაივლიან აკრედიტაციას რომის პაპის ვიზიტის გასაშუქებლად, 20 სექტემბერს ელ. ფოსტაზე მიიღებენ მედიაპროგრამას. ხოლო 28-29 სექტემბერს მედიაცენტრში ( თბილისი, სასტუმრო ,,რედისონი,, ) მიიღებენ სააკრედიტაციო სამკერდე ბეიჯებს და ღონისძიებაზე დასაშვებ ბარათებს. რომის პაპის ყველა ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება მოხდება თანამგზავრის და ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით ოთხ ენაზე, ასევე ღონისძიებების ფოტო და ვიდეო მასალა განთავსდება მოცემულ ვებ გვერდზე : www.avgeorgia.ge
საკონტაქტო პირი ქართული მედიისთვის : ჯაჯანაშვილი სოფო +995599249415 საკონტაქტო პირი საერთაშორისო მედიისთვის: დოლაკიძე ქეთევანი + 995599958281
მასალის გამოყენების პირობები






