როგორც პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა გაზეთ, "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის საპასუხოდ განაცხადა, მისი ნათლული ლონდონში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია.
"მეამაყება, ეს ახალგაზრდა ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსისტია. რაზეა საერთოდ საუბარი, მე ვნათლავ ყველას, ნათლობაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი. ასე რომ მობრძანდით, მოგნათლავთ ვისაც გინდათ" - აცხადებს პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა.
ელისო კილაძე პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ვიდეო მასალას ავრცელებს.
ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ტარიელ ონიანის შვილის ნათლობის ცერემონიალია ასახული. პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილის ნათლიაა.
როგორც კილაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, ბურჭულაძე ონიანთან ახლაც მჭიდრო ურთიერთობაშია.
მასალის გამოყენების პირობები






