თორნიკე ნაროზაული: „აქ მინდოდა ყოფილიყო პოსტი იმის შესახებ თუ რა მაგარი ჯგუფია SCORPIONS-ი, განსაკუთრებით იმ ქმედების, გამო, რაც მისმა სოლისტმა ბათუმში გამართულ საღამოზე ჩაიდინა, კერძოდ ქართული დროშის მხრებზე შემოხვევა და "wind of change"-ის შესრულება და როგორ მიხარია, რომ Robbie Williams-ივით ტრაკი არ გვიჩვენა. ასევე მინდოდა მეთქვა ისიც, რომ ძალიან დამწყდა გული "Damien Rice"-ის ისე ჩამოსვლა-წასვლაზე (თბილისში), რომ ვერც მოვუსმინე და ვერც თვალი მოვკარი.
ასევე მინდოდა ორიოდ სიტყვა მეთქვა - ჩვენი ოლიმპიელების წარმატებაზე და წარუმატებლობაზე.
მოკლედ მინდოდა ბევრ კარგ ამბავზე დამეწერა რაიმე კარგი, პოზიტიური პოსტი, მითუმეტეს, რომ სიტყვა "პოზიტიური" იმაზე მეტადაა დღეს მოდაში, ვიდრე მისი შინაარსი ჩვენს ცხოვრებაში.
ამიტომ მინდა დავწერო ძალიან არაპოზიტიური და ნერვებმოშლილი სტატუსი -
მოკლედ, გავნაშდით და გამოვნაშდით, ამოვხტით ტანსაცმელიდან და ამოვხტით ნასკებიდან, მაქსიმალურად დავტკბით და ვისიამუვნეთ ამ ზაფხულით(აც). ასე თუ ისე პურიც გვქონდა და სანახაობაც მთავრობისგან - თუმცა პური უფრო მეტ-ნაკლებად, ვიდრე სანახაობა, მაგრამ რაც იყო საკმარის აღმოჩნდა, რომ თევზივით პირშიწყალჩაგუბებულები ვისხდეთ და ვიდაოთ ათას და ასიათას იდიოტობაზე, მაშინ, როცა არაფერს ვამბობთ (ან ვამბობთ და ვერაფერს ვაკეთებთ) იმის შესახებ, რომ "ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა!". კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი - ამ დედასატირებელი სისტემის გამო - სისტემის, რომელიც ჩვენი სიჩუმით იკვებება! სისტემით, რომელიც დედანატირებმა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა და რომლის დასანგრევადაც არაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ.
ხო. რაღაც კი გააკეთა - ბახმაროში, დოღში გამარჯვებულს ჭურჭლის მცირე სერვისი გადასცა. (უმადურობა რომ არ გამომსვლოდა ეს უნდა აღმენიშნა).
ვფიქრობ, რომ მეც ამ სისტემის ნაწილი ვარ, რადგან ასე ჩუმად ვიჯექი აქამდე და ახლაც მხოლოდ ვპოსტავ და ძალა არ მაქვს - უფრო სწორად არც ვეძებ და ვერც ვპოულობ - რომ რაიმე შევცვალო.
ქვეყანა უნდა შექმნას ხალხმა!
სისტემა უნდა შექმნას ხალხმა!
სამშობლო უნდა შექმნას ხალხმა!
და არა პირიქით!
სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი-ო. ასეა ჩვენი საქმე. ჩვენ ან ჩვენი შვილები რომ ვმსხდარიყავით გლდანის მერვე საპრყობილის კედლებში ან ჩვენი შვილები, რომ დაეხოცათ ქუჩებში, ჩვენი ძმები, მამები, ძმაკაცები - პოლიციის ძალადობის გამო და ათასი იდიოტური წესისა და კანონის გამო, თვითმკვლელობით რომ დაესრულებინათ სიცოცხლე, მაშინ დავიწყებდით თავში ხელების რტყმას!
ახლა კი, ყველას საკუთარ თავ-ტრაკზე ფიქრი შეგვიძლია მხოლოდ!
და იმის პოსტვა სტრეპტოციდში ვიყავით თუ სექტორში, რომელ ღამის კლუბში ან ფესტივალზე, რომელი ჯურის და ჯიშის ტურისტი ვიხმარეთ ან გვიხმარა....
მხოლოდ იმის აფიშირება შეგვიძლია - როგორი დახვეწილი სხეული გვაქვს, რა ზომის მკერდი და რა მკვირივი ტრაკი...!
და კიდევ ათასი იდიოტობა!
გაიხედეთ ქუჩაში. შეიხედეთ მეზობლებთან. შეამოწემთ კვლევების შედეგები - რამდენი ადამიანია გასული საქართველოდან. კითხეთ მეგობრებს, ნაცნობებს და ნახავთ, რომ არაც არაფერი გვაქ სამღერად და არც დრო გვაქვს ამდენ უაზრობაზე საკამათოდ!
ჩვენ ყელამდე ნ ე ხ ვ შ ი ვართ!
მკვდრები ვართ - მხოლოდ სხეულებიღა დავრჩით!
ჩვენი ტვინები პროცესორებს დაემსგავსა - დაპროგრამებულები ვართ! გ ა დ ე ბ ი ლ ე ბ უ ლ ე ბ ი! ამ სატელევიზიო შოუებით და სირობებით!
დ ე დ ა აქვს ნ ა ტ ი რ ე ბ ი ჩვენს ქვეყანას და ჩვენ მხოლოდ იმას გავიძახით, რომ აქედან მოგვახევინა და ერთ ამათი დედაც არ მოვ...ან-ო.
ვისი?
ოჯახის? მეგობრების? ძმაკაცების? დაქალების? შვილების?
ვისი? ვისი? ბუნების? მთების?
რა ჯანდაბაა საქართველო?
რა ჯანდაბაა სამშობლო?
სად ვართ? ვინ ვართ?
რისთვის ვართ?
ხტფუი!“
მასალის გამოყენების პირობები






