ენმ თედო კობახიძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:23, 22 Aug, 2016     1263
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოს წევრ თედო კობახიძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, თედო კობახიძეს საადვოკატო საქმიანობის უფლება არ აქვს, თუმცა შემოვლითი გზით ამ საქმიანობას დის გავლენის გამოყენებით მაინც ეწევა.

„მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის ირგვლივ არსებულ სკანდალს. იმის ნაცვლად, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას მოქალაქეების დასაქმებასა და სიღარიბის დაძლევაზე ეზრუნა, მათ ერთადერთი მიზანს ბიუჯეტის რესურსების მოხვეჭა წარმოადგენს. დაამკვიდრეს აქამდე გაუგონარი პრაქტიკა - ახლობლების, ნათესავების და მეგობრების დასაქმება სამსახურებში და შემდგომ მათი ხელფასების წილებში ჩაჯდომა.

ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი რამ, ამან ტენდენციური ხასიათი მიიღო და კარგია, რომ ჩვენ ამას 8 ოქტომბერს დავასრულებთ. მინდა დავამატო ისიც, რომ ცალკე შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ძმა იყენებს საკუთარ ზეგავლენას იმისთვის, რომ სხვადასხვა პირებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება და ამაში იღებს თანხას.

თუკი პროკურატურა თავად არის ჩართული ამ სქემაში, ექვემდებარება პოლიტიკურ ზეგავლენას და პოლიტიკოსებთან გარიგებაში აფორმებს საპროცესო შეთანხმებებს, ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედი ვერ გვექმნება. 47 დღე დარჩა იქამდე, როცა საქართველოს მოქალაქეები წერტილს დაუსვამენ ხელფასების წილებში ჩაჯდომას და ჩვენ ერთად წავიყვანთ საქართველოს წინ. თუკი შოთაძე და კობახიძე ერთად აგვარებენ ამ საქმეებს, რისი იმედი უნდა გვქონდეს არ ვიცი. მანანა კობახიძის ძმა რომ ამას აკეთებს, წარმოიდგინეთ, რას აკეთედბენ მინისტრები და ის ადამიანები, ვისაც მანანა კობახიძეზე მეტი პოლიტიკური წონა აქვს“, - განაცხადა კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42