მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიას „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ ტოვებს. ამის შესახებ განცხადება თავად პაატა ბურჭულაძემ და მერაბ მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
‘ბატონი მერაბ მეტრეველი ტოვებს ჩვენს პარტიას, ჩვენ გვქონდა უკვე ამაზე საუბარი. ჩვენ ვიცით მიზეზი და თვითონაც მოგახსენებთ მიზეზს. ძალიან დიდი დანაკრგია ჩვენთვის, მე მინდა მერაბს გზა დავულოცო და მადლობა გადავუხადო იმისთვის რაც მან გააკეთა ჩვენი პარტიისთვის“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მერაბ მეტრეველის თქმით მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი ახალი გაერთიანებაა, რომელიც წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის პარტიამ, აპც „გირჩმა“, გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ შექმნეს:
„არსებობს სხვადახვა მიზეზები, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ყოფნა შენთვის მიუღებელია. ეს გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელია. სწორედ ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება. მინდა ამ პარტიას წარმატებები და არჩევნებში გამარჯვება ვუსურვო“- განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
მასალის გამოყენების პირობები






