"შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას"- ISFED საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსს ეხმიანება
პოლიტიკა - 12:03, 22 Aug, 2016     1304
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას ეხმიანება:

"19 აგვისტოდან დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა, რომელიც კანონის თანახმად, 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა (ე.წ. პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება) განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს, ვინაიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა შეარჩიონ პროფესიონალიზმის და სააპლიკაციო განაცხადების შესაბამისობის საფუძველზე, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისგან გამორიცხვის გზით.
„სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურის მიმდინარეობის ხარვეზების შესახებ. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროებიდან შეიტყვეს ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს მსგავსი სიები ხელთ ქობულეთის, სამტრედიისა და სენაკის ოლქებში ჩაუვარდათ. საოლქო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აღნიშნულ სიებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ ქობულეთის საარჩევნო ოლქში შერჩეული საუბნო კომისიის წევრები თითქმის სრულად დაემთხვა სიას, სამტრედიის ოლქში კი, საუბნო საარჩევნო კომისიის 300 არჩეული წევრიდან 256 აღმოჩნდა ე.წ. „წინასწარ სიაში“. აღსანიშნავია, რომ სენაკში საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჯერ არ გამართულა.
გარდა ამისა, გორში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ძირითადად, ხმას აძლეცვდნენ წევრობის რიგით პირველ 6 კანდიდატს. მსგავსი პრაქტიკა საოლქო საარჩევნო კომისიებში გასულ წლებშიც იყო რაც აჩენდა ეჭვებს, რომ სასურველი კანდიდატები რიგითობით სხვა კანდიდატებზე წინ იყვნენ დაყენებული.
თავისთავად, საოლქო საარჩევნო კომისიების ან ინდივიდუალური წევრების მიერ საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატების წინასწარ განხილვა პრობლემას არ წარმოადგენს. საოლქო კომისიის წევრებმა უნდა შეიქმნან წარმოდგენა საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესახებ, რასაც კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიები წინასწარ აჯერებენ საკუთარ პოზიციებს და ადგენენ შერჩეული კანდიდატების სიას, პროცესის გამჭვირვალობისთვის, მნიშვნელოვანია ცნობილი იყოს თუ როდის და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია კომისიამ ესა თუ ის კანდიდატი. ეს პროცესი ასევე ღია უნდა იყოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის.
ხოლო თუ აღნიშნული სიების შედგენა წინასწარი განხილვის გარეშე ხდება, ეს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს. მათ შორის, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომისიის საქმიანობაში ჩარევას, ან საუბნო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კანდიდატებზე მესამე პირებთან კონსულტაციას.
საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დაკომპლექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცესკოს და მასზე დაქვემდებარებულ საოლქო საარჩევნო კომისიებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესს, რათა იგი წარიმართოს გამჭვირვალედ და დარღვევების გარეშე. მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დაუშვას საკუთარ საქმიანობაში გარე პირთა ჩარევა და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საარჩევნო პროცესს." - აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42